"იბერია სტარი" ბრაზილიელი მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
თბილისში გასამართი ფუტსალის ოთხთა ფინალის მატჩები 26 აპრილს დაიწყება: ნახევარფინალში ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი "იბერია სტარი"'მოსკოვის "დინამოს" შეხვდება, "ბარსელონა" კი ყაზახურ "კაირათს". ფინალი კი 28 აპრილს გაიმართება.

ტურნირს ქართველი გულშემატკივარი დიდი იმედით ელის. მაგრამ ნახევარფინალამდე რამდენიმე დღით ადრე "ლელომ" სენსაციური ინფორმაცია მოიპოვა - ოთხთა ფინალში გუნდი მთავარი მწვრთნელის, ბრაზილიელი სერჟიო ბენატის ხელმძღვანელობით არ ითამაშებს.

ინფორმაცია "იბერია სტარის" პრეზიდენტ ვახო წერეთელთან გადავამოწმეთ.

"სამწუხაროდ, ეს სიამრთლეა. ბენატი ავად გახდა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო - მასთან კონტრაქტი დროებით შევაჩერეთ. ბენატის
არყოფნაში გუნდს ალიკ სარქისიანი უხელმძღვანელებს, რომელიც ადრე ჩვენი კლუბისა და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, კარიერის დასრულების შემდეგ კი "იბერიას
" მწვრთნელთა ასისტენტად მუშაობდა.

ბენატის არყოფნა დანაკლისია, მაგრამ მიმაჩნია, რომ კატასტროფა ანმდვილად არ არის. გუნდი ისეთი აწყობილია, უბრალოდ, მწვრთნელმა ხელი არ უნდა შეუშალოს. ასე რომ, ოთხთა ფინალს ძველებურად, დიდი იმედით ველოდებით" - დაგვიდასტურა წერეთელმა.

ასევე იხილეთ:
უეფას ფუტსალის თასი თბილისს შემოივლის - დაგეგმილი ღონისძიებები
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ვახო ჭურა წერეთლის შვილია ხო? ეგ ჭუტა ცუდი კაცია ძალიან, ბინძური.
ქართველი
12:05 20-04-2013
0
ძაან მაგარი კომენტარია, რა საჭიროა საერთოდ მწვრთნელი? ავოიეეეე, ვახოოო :D :D :D
avoye
20:49 19-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული