თბილისში "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი გვესტუმრება!

AutoSharing Option
უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის დაწყებამდე ორი დღე რჩება. მონაწილე გუნდები უკვე თბილისში არიან, 24 აპრილს კი პირველ ვარჯიშს ჩაატარებენ.

სფფ-მ მონაწილე გუნდების ვარჯიშების გრაფიკი გამოაქვეყნა.

25 აპრილი
12:00 - "ბარსელონას" დახურული ვარჯიში სპორტის სასახლეში
14:00 - "ბარსელონას" და "ქაირათის" პრესკონფერენცია სპორტის სასახლეში
14:30 - "იბერია სტარისა" და "დინამო" მოსკოვის პრესკონფერენცია სპორტის სასახლეში
18:00 - "იბერია სტარის" ღია ვარჯიში სპორტის სასახლეში
19:00 - "დინამო" მოსკოვის ღია ვარჯიში სპორტის სასახლეში
20:00 - "ბარსელონას" ღია ვარჯიში სპორტის სასახლეში

აქვე, იმ გაგაცნობთ, რომლებიც
ტურნირს შემდეგი მსაჯები მოემსახურებიან: ონდრეი ჩერნი (ჩეხეთი), ფრანჩესკო მასინი (იტალია), ედუარდო ჟოზე ფერნანდეს კოელიო (პორტუგალია) და ოლეგ ივანოვი (უკრაინა).

და ბოლოს: თბილისს "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი ესტუმრება.

ეს ინფორმაცია "იბერია სტარის" მენეჯერმა გიორგი დარჯანიამ დაგვიდასტურა. მაგრამ გუნდს არ ჩამოყვება და მოგვიანებით, 26 აპრილს, ნახევარფინალზე გვესტუმრება.

სანდრო როსელი კატალონიური გრანდის პრეზიდენტად 2010 წლის 13 ივნისს აირჩიეს - მან არჩევნებში ხმების 60 პროცენტი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუღარ შეწუხდებიან. ბაიერნის პრეზიდენტი რომელია, გამოატარე :)))
odala
01:27 24-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული