მიშელ პლატინი საქართველოს 26 აპრილს ეწვევა

AutoSharing Option
UEFA-ს პრეზიდენტი, მიშელ პლატინი თბილისს 26 აპრილს ეწვევა.

პლატინი სპორტის სასახლეში UEFA-ს ფუტსალის ოთხთა ფინალის გახსნას დაესწრება, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.

ფუტსალის ოთხთა ფინალზე დასასწრებად, UEFA-ს პრეზიდენტის გარდა, თბილისში 20-ზე მეტი უმაღლესი რანგის სტუმარი ჩამოვა.

მათ შორის იქნებიან უეფა-ს ვიცე პრეზიდენტები, სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტები, კლუბების პრეზიდენტები.

ტურნირთან დაკავშირებით დიდია როგორც ქართული, ასევე უცხოური მედიის დაინტერესება.

აკრედიტაცია ასზე მეტმა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა გაიარა.

ოთხთა ფინალის შეხვედრების ტრანსლაციებს "ეუროსპორტი" გადასცემს. გარდა ამისა, რეპორტაჟები იყიდეს რუსულმა და ესპანურმა ტელევიზიებმა. საქართველოდან ეს
უფლება "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აქვს.

UEFA-ს ფუტსალის თასისთვის 26 და 28 აპრილს იბრძოლებს ოთხი გუნდი - ქართული "იბერია სტარი", "დინამო მოსკოვი", "ბარსელონა" და ყაზახური "ქაირათი".

ტურნირი 26 აპრილს, 18:00 საათზე მასპინძელი "იბერია სტარის" და "დინამო მოსკოვის" მატჩით გაიხსნება; 20:30 საათზე "ბარსელონა"-"ქაირათის" შეხვედრა დაიწყება.

28 აპრილს, 18:00 საათზე, გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის, ხოლო 20:30 საათზე - ფინალი.

ბილეთები სპორტის სასახლის სალაროებში იყიდება. დღიური ბილეთი 5 და 10 ლარი ღირს.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩამოდის გამანადგურებელი.ამის ხელშეწყობით არი ქართული ფეხბურთი დამიწებული.ამას ჩააქვს ფიფაში "კარგი" ამბები საქართველოზე,აქაოდა ყველაფერი კარგად მიდისო.ამ ფულიჭამიებს რომ დაუტატანოს,რაღაც გვეშველება.ბოლო-ბოლო მიშა მოვიშორეთ და ფეხბურთის ფედერაცია რა გახდა.50 000 კაცი ხელ-ფეხს მოაწერს ამათ დაფრენას.ცოტა გავინძრეთ.
kakoi
20:17 25-04-2013
0

სიახლეები პოპულარული