ქვეყანას "იბერია სტარი" აღარ სჭირდება? [VIDEO]

AutoSharing Option
ფუტსალის ქართულმა კლუბმა "იბერია სტარმა" გაავრცელა ვიდეო სათაურით: "ქვეყანას "იბერია" აღარ სჭირდება?"

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს "იბერია სტარის" სპორტულმა დირექტორმა გიორგი დარჯანიამ სპორტული მედიისთვის საგანგებო განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ფინანსური კრიზისის გამო "იბერიამ" ვერ მოახერხა გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და ოთხთა ფინალში "იბერია სტარი" მეორე შემადგენლობით წარსდგა. ამავე მიზეზის გამო "იბერია სტარს" არ შეუძლია შემდგომში დამოუკიდებლად არსებობა.

დარჯანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ქართველი ბიზნესმენები, ფეხბურთის უმაღლესი ლიგის კლუბები ან მუნიციპალიტეტი უახლოესი დღეების განმავლობაში არ დაინტერესდებიან დამოუკიდებელი
ქართულის სპორტის ისტორიაში საუკეთესო ქართული კლუბის სპონსორობით და არ გაუჩნდებათ სურვილი, რომ ქართული დროშა ევროპული სპორტის ფლაგმანთა შორის ფრიალებდეს, კლუბი გამოცხადდება გაკოტრებულად და შეწყვეტს არსებობას.

განცხადების სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოტა უფრო ხმამაღლა შეიძლებოდა თქმა - "იბერია სტარ ჩვენი არსობისა!"
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული