"იბერია სტარი" გადარჩა და უეფას თასის ჯგუფში ასპარეზობისთვის ემზადება

AutoSharing Option
უეფას თასის წინასწარი ჯგუფური ეტაპის მატჩები დასასრულს მიუახლოვდა, შემოდგომაზე კი ტურნირის ძირითადი ნაწილი დაიწყება.

უკვე ცნობილია II ჯგუფში "იბერია სტარის" მეტოქეთა ვინაობა და შეხვედრების განრიგი. მატჩებს უნგრეთის ქალაქი დიორი უმასპინძლებს. ელიტრაუნდში ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.

"იბერია "სტარის" შეხვედრათა განრიგი ასეთია:

1 ოქტომბერი. 18:30 (თბილისის დროით). იბერია სტარი-გრანდ პრო ვარნა (ბულგარეთი); 2 ოქტომბერი. 18:30. ტანგო სარაევო (ბოსნია)-იბერია; 4 ოქტომბერი. 21:30. იბერია-დიორი ეტო (უნგრეთი).

"იბერია სტარმა" უეფაში უკვე წარადგინა განაცხადი: 1. ერნესტ აკოპოვი (მეკარე); 3. ალექსანდრე ძაბირაძე; 4. მურთაზ კაკაბაძე; 5.
ზურაბ ლუკავა; 7. გიორგი ალთუნაშვილი; 8. ირაკლი თოდუა; 9. გიორგი თოთლაძე; 10. ვახტანგ ჯვარაშვილი; 11. ლაშა სიგუნავა; 12. თორნიკე ბუკია (მეკარე); 17. გაგა თიბილაშვილი; 20 გიორგი ტიკურიშვილი. მწვრთნელი: ალიკ სარქისიანი.

კლუბის მენეჯერი გიორგი დარჯანია:
"ფინანსური პრობლემების გამო "იბერია სტარი" იძულებული იყო, ყველა ბრაზილიელი გაეშვა. ამჟამად გუნდში არც ერთი ლეგიონერი აღარ არის.

ძველებიდან დარჩნენ აკოპოვი, ძაბირაძე, ალთუნაშვილი, ჯვარაშვილი და თიბილაშვილი; დანარჩენები - მეკარე ბუკია, კაკაბაძე, ლუკავა, თოდუა, თოთლაძე, სიგუნავა და ტიკურიშვილი - ახალწვეულები არიან".

დარჯანიასვე თქმით, არსებობს იმედი, რომ თბილისის მერია და სპორტის სამინისტრო 2014 წლის ბიუჯეტში "იბერია სტარისთვისაც" გამონახავენ ფინანსებს.

ამასობაში ფინეთის ქალაქ ტამპერეში დასრულდა უეფას თასის G ჯგუფის მატჩები. ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა მალტის "ჰიბერნიანსი", რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი ავარჯიშებს.

გადამწყვეტ მატჩში "ჰიბერნიანსმა" დანიურ "გენტოფტეს" (სამი ესპანელი ლეგიონერი ჰყავს) 3:2 სძლია. გადამწყვეტი გოლი დავით ბობოხიძის ანგარიშზეა.

მართალია, "ჰიბერნიანსი" ძირითად ეტაპზე ვერ გავიდა, მაგრამ ამ გუნდმა მალტის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ფუტსალს ბათუმიც შეუერთდება
საქართველოს ფუტსალის კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბექა კვიციანი ბათუმში იმყოფებოდა და საფეხბურთო კლუბ "დინამოს" პრეზიდენტ ოთარ ფედიჩკინს შეხვდა. როგორც ირკვევა, მოლაპარაკება გარკვეული შედეგით დასრულდა.

"ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ბათუმის "დინამო" ფუტსალის გუნდს დააფუძნებს და საქართველოს ჩემპიონატშიც გამოიყვანს. მათ გარდა, გუნდს გამოიყვანს გორი, თბილისში კი ახლახან დაფუძნდა "გრანდი".

მიმაჩნია, რომ რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, თუ გვსურს, რომ ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატი მხოლოდ თბილისური კლუბებით არ შემოიფარგლოს. ჩვენი ფუტსალის მომავალს მხოლოდ ამაში ვხედავ",
- ამბობს კვიციანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იბერია გაბრწყინდა ხალხნოოო! :)))
hendrix
03 სექტემბერი 2013 16:24
0
არ მესმსის, რატომ უნდა აფინანსოს სახელმწიფონ საქართველოში ბრაზილიელების სამუშაო ადგილების შექმნა. ან რა პოპულარული სახეობა მინი ფეხბურთია, ან რა ყაზახეთივით ვიქცევით.
jimi
03 სექტემბერი 2013 13:18
0

სიახლეები პოპულარული