ახალ სეზონს "ალგო" გაძლიერებული შეხვდა, თსუ კი შედარებით დასუსტდა, მაგრამ დედაქალაქურ დერბიში მაინც უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. "ალგოს" პირველ ტაიმში ყოფილი თსუ-ელი არჩილ სებისკვერაძეც გაუძევეს, მაგრამ ალგოელებმა მაინც გაიმარჯვეს და ჩემპიონ "იბერიას" კვლავ კვალში უდგანან.
"იბერიას" ქუთაისელებთან თამაში უცნაურად დაიწყო - სტუმრებმა მეორე წუთზე გახსნეს ანგარიში,
გუშინ კი "იბერია" ალმატიში უეფას ფუტსალის თასის ელიტ-რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ "იბერია" მინი-ტურნირის მასპინძელ "კაირატთან" ერთად ოთხთა ფინალში გასვლის მთავარ პრეტენდენტად ითვლება, სხვა ორი გუნდი კი სლოვაკეთის და პოლონეთის ჩემპიონები არიან. ჯგუფიდან ერთი გუნდი გადის, "იბერია" კი პირველ მატჩს 20 ნოემბერს სლოვაკურ "სლოვ-მატიკთან" გამართავს. "იბერიას" მატჩების ტექსტური ონლაინ რეპორტაჟები კლუბის ვებ-გვერდზე (Iberia2003.ge) შეგიძლიათ იხილოთ.
საქართველოს ჩემპიონატი. სუპერლიგა. III ტური
17 ნოემბერი
თსუ - ალგო 1:3
გოლები: ასათიანი - სებისკვერაძე (2), ლუკავა
გაფრთხილება: ბოკერია, სოზაშვილი - სებისკვერაძე (2)
გაძევება: სებისკვერაძე
იბერია - ჯუნგლები 14:3
გოლები: ვასორა (4), რონი (3), ბრუნო მელო (2), ალთუნაშვილი (2), ბეტინიო, ძაბირაძე, კუბლაშვილი - გიორგაძე (2), სიგუნავა
გაფრთხილება: კვალიაშვილი, გოგოხია (ჯუნგლები)
გაძევება: ფომასა (იბერია)
აჭარა - თელავი გადაიდო
იბერია 3 3 0 0 40:5 9
ალგო 3 3 0 0 19:6 9
თსუ 3 1 0 2 6:11 3
ჯუნგლები 3 1 0 2 12:21 3
თელავი 2 0 0 2 3:13 0
აჭარა 2 0 0 2 3:27 0
ბომბარდირები
რონი (იბერია) 11
ვასორა (იბერია) 6
სებისკვერაძე (ალგო) 6