დღის პირველი ნახევარი, უფრო კონკრეტულად კი, ვერცხლის ლიგის სამი დაპირისპირება უაღრესად შედეგიანი გამოდგა. საწყის სამ შეხვედრაში 34-ჯერ(!) აიღეს გუნდებმა მეტოქის კარი. "საქართველოს ბანკის" მეორე გუნდმა 9-4 დაამარცხა გათამაშების აუტსაიდერი, "რუსთავი 2". 9-2 იმარჯვა "საქრუსენერგომ" "კოლიერსთან" შეხვედრაში, ხოლო "ბაქსვუდის" სკოლის გუნდმა მიმდინარე გათამაშებაში სულაც სარეკორდო სხვაობით, 10-0 სძლია "ივერიაბეთს".
გაცილებით მოკრძალებული შედეგით დასრულდა ვერცხლის ლიგის მესამე ტურის კიდევ ერთი დაპირისპირება,
რაც შეეხება ტურის კიდევ სამ შეხვედრას, ისინი 16 ნოემბერს გაიმართება.
09.11.14. ვერცხლის ლიგა. III ტური.
საქართველოს ბანკი 2 - რუსთავი 2 9-4
გოლები:1წთ, ჯაკობია, 3წთ, ჯგერენაია, 11წთ, დარახველიძე, 12წთ, 19წთ, ჯოხაძე, 20წთ, ხუციშვილი, 26წთ, ჯანგავაძე, 38წთ, 39წთ, ჯოხაძე - 2წთ, 5წთ, 6წთ, 26წთ, ამიროვი
საქრუსენერგო - კოლიერსი 9-2
გოლები: 6წთ, მაჭარაშვილი, 11წთ, ძაგნიძე, 15წთ, 17წთ, ანდღულაძე, 20წთ, 20წთ, 36წთ, მიქაუტაძე, 37წთ, ძაგნიძე, 40წთ, მიქაუტაძე - 7წთ, ურუშაძე, 37წთ, ქანანაშვილი
ივერიაბეთი - ბაქსვუდი 0-10
გოლები: 4წთ, 10წთ, ასათიანი, 16წთ, უგრეხელიძე, 17წთ, 19წთ, ასათიანი, 26წთ, უგრეხელიძე, 29წთ, ბერიძე, 38წთ, ასათიანი, 38წთ, ალადაშვილი, 40წთ, ასათიანი
BP GEORGIA - ბანკი რესპუბლიკა 4-1
გოლები: 3წთ, გულარიძე, 19წთ, კუჭუაშვილი, 25წთ, 32წთ, გულარიძე - 39წთ, დიასამიძე
ვერცხლის ლიგასთან შედარებით, საერთო გოლიანობით ვერ "დაიკვეხნიდა" სუპერლიგის მესამე ტური, რომელიც ტრადიციულად, დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
კახი კალაძე, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე იაშვილი და დავით მუჯირი... სწორედ ეს "ვარსკვლავური" ოთხეული იცავდა "პროგრეს ბანკის" ღირსებას, რომელმაც DHL-ს 11:5 სძლია. ეს ანგარიში მიმდინარე გათამაშების კიდევ ერთი რეკორდია, საერთო შედეგიანობის თვალსაზრისით. 16 ბურთი აქამდე ჯერ არცერთ დაპირისპირებაში არ გასულა.
ცალკე საუბრის თემაა ის, რომ 11 გატანილი ბურთიდან 5-5 კალაძე-იაშვილზე მოდის. ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და ყველაზე ტიტულოვან ქართველ ფეხბურთელს, ლიგაში დებიუტიც საუცხოო გამოუვიდა.
მოლოდინისამებრ, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა ტრადიციული მეტოქეების, საფეხბურთო კლუბ PSP-სა და მინი-ფეხბურთის კლუბ "ნატახტარის" დაპირისპირება, სადაც ამ უკანასკნელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - 3-0 და ამით ერთგვარი რევანში აიღეს საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალში განცდილი მარცხისთვის. თავის მხრივ, სწორედ ამ შეხვედრაში შეწყდა "ფარმაცევტების" ხანგრძლივი მოგებების სერია.
საინტერესო გამოდგა "საქართველოს უნივერსიტეტისა" და ს.კ. "ჯვაროსნების" დაპირისპირება, რომელშიც წარმატებას "სტუდენტებმა" მიაღწიეს - 4-1 და ჩემპიონატში პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს.
სუპერლიგის კიდევ ერთი შეხვედრა, რომლითაც დაიწყო კიდევაც ტური, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდებს შორის, მატჩის დასრულებამდე 31 წამით ადრე, მცირე ინციდენტის გამო შეწყდა. ამ მომენტისთვის ანგარიში 2-1 იყო "ძალოვანთა" სასარგებლოდ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტი მიიღებს, რომელიც უახლოეს დღეებში შეიკრიბება.
09.11.14. სუპერლიგა. III ტური
DHL GEORGIA - პროგრეს ბანკი 5-11
გოლები: 24წთ, 29წთ, შარანგია, 35წთ, კუჭუაშვილი, 40წთ, ღონღაძე, 40წთ, კუჭუაშვილი - 2წთ, 7წთ, იაშვილი, 14წთ, ჩიხრაძე, 18წთ, 19წთ, 20წთ, კალაძე, 27წთ, 34წთ, იაშვილი, 36წთ, კალაძე, 39წთ, იაშვილი, 40წთ, კალაძე
FC PSP - მფკ ნატახტარი 0-3
გოლები: 20წთ, დარჩია, 29წთ, მაყიშვილი, 34წთ, ჯაფარიძე
საქართველოს უნივერსიტეტი - ს.კ ჯვაროსნები 4-1
გოლები: 11წთ, მეკოკიშვილი, 15წთ, ჯორჯი უბუ, 23წთ, 32წთ, ჭოხონელიძე - 27წთ, დაჩანიძე
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად "საქართველოს უნივერსიტეტის" მეკარე ბაჩო გოგიშვილი დასახელდა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის წარმატებაში. ბაჩო ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორის, ესპანური სპორტული ბრენდის, JOMA-ს სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.
გუშინვე მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელები დაჯილდოვდნენ. სუპერლიგაში ეს ტიტული თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფეხბურთელს, ლაშა კობახიძეს ერგო, რომელსაც ესპანური სპორტული ბრენდისგან JOMA ესპანური მინი-ფეხბურთის გრანდის, "INTER MOVISTAR"-ის მაისურით დააჯილდოვდა.
ამერიკული ბრენდის, "სკეჩერსის" 200-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა "ოქროს ლიგის" მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელს, გიორგი ჯობავას (ვითიბი). რაც შეეხება "ვერცხლის ლიგის" მეორე ტურში საუკეთესოდ დასახელებულ მიშა მიქავას (ტატიშვილი), ის თაფლი "მეფუტკრეს" პროდუქციით დასაჩუქრდა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "მედი ქლაბ ჯორჯია", თაფლი "მეფუტკრე" და ყვავილების მაღაზია "flowers.ge".
რაც შეეხებათ მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები: sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური