SBM LEAGUE 2014/15: "ოქრო-ვერცხლის" მეოთხე ტური

AutoSharing Option
30 ნოემბერს, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება.

მეოთხე ტურის დარჩენ სამ შეხვედრას გამართავენ "ვერცხლის ლიგის" მონაწილეები. გათამაშების აუტსაიდერები, "კოლიერსის" და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2"-ის გუნდები პირველი ქულების მოპოვებას შეეცდებიან. მათი მეტოქეები, შესაბამისად, "სნიკერსი" და "კრედო" იქნებიან.

საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი "საქრუსენერგოსა" და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერს" შორის.

შეგახსენებთ, რომ "ვერცხლის ლიგის" მეოთხე ტურის ოთხი შეხვედრა გასულ კვირას გაიმართა.

30.11.2014. ვერცხლის ლიგა. IV ტური
1
2:00 კოლიერსი - სნიკერსი
16:00 საქრუსენერგო - GWP
18:00 რუსთავი 2 - კრედო

მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება "ოქროს ლიგაშიც", სადაც განსაკუთრებულ ინტერესს ერთბაშად სამი დაპირისპირება იწვევს.

სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი "ნატახტარი" და "პრივატ ბანკი" ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას. გათამაშების ერთადერთი უდანაკარგო გუნდი "GM ჭიათურა", "ერისთავი და პარტნიორებთან" შეეცდება წარმატებული სვლის გაგრძელებას.

საინტერესო მატჩია მოსალოდნელი "საქართველოს ბანკსა" და "ევროპაბეთს" შორის.

ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში "ვითიბი ბანკი" "ბორჯომთან" ითამაშებს.

30.11.2014. ოქროს ლიგა. IV ტური
13:00 ბორჯომი - ვითიბი ბანკი
14:00 GM ჭიათურა - ერისთავი
15:00 ნატახტარი - პრივატ ბანკი
17:00 ევროპაბეთი - საქართველოს ბანკი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, "მედი ქლაბ ჯორჯია", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო": ვებპორტალები - sportall.ge, adami.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული