09:28 15-01-2015
საქართველო-ესტონეთი 6:3 - პირველი მოგებულია! [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
"ჯვაროსნები" უკვე მე-7 წუთისთვის 3:0 დაწინაურდნენ: ანგარიში მე-20 წამზე რონიმ გახსნა, ხოლო ვეტერანმა ალექსანდრე ძაბირაძემ მალევე დუბლი (თან ძალიან ლამაზი გოლებით) შეასრულა. ტაიმის ბოლოს კი გიორგი ტიკურიშვილმა ეფექტური დარტყმით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 4:0.
მაგრამ მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები აშკარად მოეშვა და უპირატესობის გაზრდა ვერ მოახერხა. თუმცა ჩვენების ტექნიკური თამაში ლიტველი კომენტატორების აღტაცებას იწვევდა. განსაკუთრებით, გოგა ალთუნაშვილის დარტყმა მოეწონათ - მართალია, ჩვენმა კაპიტანმა ბურთი მიზანს ააცილა, მაგრამ ქება დაიმსახურა იმის გამო, რომ კარის აღება ქუსლით ეფექტურად სცადა.
ესტონელმა მაქსიმ ალეკსეევმა სხვაობა 26-ე წუთზე შეამცირა. მერე ქართველებმა ულამაზესი სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს და არჩილ სებისკვერაძემ ახლო მანძილიდან ანგარიში 5:1 გახადა.
ბოლო წუთზე ალიკ სარქისიანის შეგირდებს აშკარად "ჩაეძინათ" და ბალტიისპირელთა ორი კონტრშეტევა გაეპარათ. ამით კარგად ისარგებლეს მარტინ ტასკამ და კრისტიან პააპსმა - 5:3. თუმცა მცირე დროში ჩვენებმა მაინც მოასწრეს მეექვსე გოლის გატანა - 6:3.
მეორე შეხვედრაში მასპინძელმა ლიტვამ შვეიცარიასთან 3:5 წააგო. ამგვარად, პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში ლიდერობენ საქართველო და შვეიცარია, რომელიც დღეს, 15 იანვარს, ჩვენი ნაკრების მეტოქე იქნება. მატჩი თბილისის დროით 19:30-ზე დაიწყება.
ფუტსალი. ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. ჯგუფი C. I ტური
საქართველო-ესტონეთი 6:3
1:0 რონი (1), 2:0 ძაბირაძე (2), 3:0 ძაბირაძე (7), 4:0 ტიკურიშვილი (17), 4:1 ალეკსეევი (26), 5:1 სებისკვერაძე (37), 5:2 ტასკა (39), პააპსი 5:3 (39), 6:3 სებისკვერაძე (39).
საქართველო: ბუკია, ძაბირაძე, ალთუნაშვილი, რონი, ტიკურიშვილი - კეფაშვილი (მ), ჭანუყვაძე, ლუკავა, კობაიძე, თოდუა, სებისკვერაძე, მაისაია, ბობოხიძე, ჯავარაშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დგევანდელი ტამასჰის ლინკი ტუ ვინმემ იციტ დადეტ რა
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული