ოქროს ლიგის წრიული ეტაპის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა, თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები 1/4-ფინალში. გუშინ გამართულმა მერვე ტურმა ყოველგვარი მოულოდნელობის გარეშე ჩაიარა.
გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი "ნატახტარი" ტრადიციულ მეტოქეს, "ერისთავს" დაუპირისპირდა და 4-2 დაამარცხა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა "პრივატბანკმა" "ევროპაბეთთან". რაც შეეხება "საქართველოს ბანკისა" და "ბორჯომის" დაპირისპირებას, როგორც მოსალოდნელი იყო, "ბანკირებმა" შეძლეს მეტოქის დამარცხება, 4-1.
ამ
22.02.2015. ოქროს ლიგა. VIII ტური
ნატახტარი - ერისთავი 4-2
გოლები: გოგოხია (2), კაპანაძე, ჯაფარიძე - კუჭავა, ფირცხალავა
ევროპაბეთი - პრივატ ბანკი 2-4
გოლები: ღვინიაშვილი, პაქსაშვილი - მაზანიშვილი (2), გოგოლაძე (2)
ბორჯომი - საქართველოს ბანკი 1-4
გოლები: იოსავა, აბლო, ჯოხაძე, ხუციშვილი - გაგუა
ოქროს ლიგის ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) - 10, ირაკლი ფირანიშვილი (პრივატბანკი) - 8, კახაბერ გოგოხია (ნატახტარი) - 7.
IX ტურის დარჩენილი თამაშები გაიმართა ვერცხლის ლიგაში. როგორც მოსალოდნელი იყო, GWP-ს არ გასჭირვებია "ივერიაბეთის" დამარცხება - 10-2. გაიმარჯვა კიდევ ერთმა ფავორიტმა, "სნიკერსმა", რომელმაც ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდს სძლია 4-1.
რაც შეეხება ტურის და მთლიანად სათამაშო დღის საუკეთესო დაპირისპირებას, "საბანკო დერბი" უნდა გამოვყოთ, "ბანკი რესპუბლიკისა" და "ვითიბი 2"-ის მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი უგოლოდ, ფრედ 0-0 დასრულდა, დარბაზში მყოფმა გულშემატკივარმა უაღრესად დაძაბული და საინტერესო შეხვედრა იხილა, სადაც გამარჯვების მოპოვება ორივე გუნდს თანაბრად ხელეწიფებოდა.
22.02.2015. ვერცხლის ლიგა. IX ტური
ივერიაბეთი - GWP 2-10
გოლები:ხარატიშვილი, სუხიტაშვილი - აფციაური (3), თარაშვილი, თურმანიძე (4), ლობჟანიძე, გარსევანიშვილი
ბანკი რესპუბლიკა - ვითიბი ბანკი 2 0-0
სნიკერსი - ტატიშვილი 4-1
გოლები: ბ. მენთესაშვილი (3), აღდგომელაშვილი - როჭიკაშვილი
ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) - 21, გიორგი აფციაური (GWP) - 20, ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი) - 19
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".
რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური