"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ნაკრებს ბესიკ ზოიძე გაწვრთნის

AutoSharing Option
9 მარტს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", მინი-ფეხბურთში სამოყვარულო ჩემპიონატის, "ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ნაკრების ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.

ნაკრებს, რომლის შემადგენლობა სწორედ აღნიშნულ ჩემპიონატში მოთამაშე გამორჩეული ფეხბურთელებით დაკომპლექტდა, ამჟამად მფკ მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი, მინი-ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ბესიკ ზოიძე უთავკაცებს, რომელიც საქართველოში რამოდენიმე დღით სწორედ ამ მიზეზით ჩამოვიდა.

გუნდის კაპიტანი კი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ალექსანდრე იაშვილი იქნება.

"ჰოლიდეი ინში" გამართულ შეხვედრაზე ჩემპიონატის ორგანიზატორმა, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ, ნაკრების მთავარ მწვრთნელთან და გუნდის მენეჯერებთან ერთად, პროექტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

უახლოეს
მომავალში ლიგის ნაკრები რამოდენიმე საერთაშორისო ამხანაგური მატჩის გამართვას გეგმავს, საბოლოო მიზანი კი სამოყვარულო მინი-ფეხბურთის ევროპისა და მსოფლიო ფედერაციების მიერ ორგანიზებულ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობაა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ნაკრებმა პირველი ღია ვარჯიში გლდანში მდებარე ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალურ დარბაზში გამართა. ამავე დარბაზში გუნდი კიდევ ერთხელ, უკვე სამშაბათს, 10 მარტს, 20:00 სთ-ზე შეიკრიბება.

პირველ საწვრთნელ შეკრებაზე გამოძახებული ნაკრების 19-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: ამირან გვენცაძე (შსს), ნიკოლოზ ფხაკაძე (FC PSP), გიორგი ვეშაპიძე (პროგრეს ბანკი).
მოთამაშეები: დათო დარჩია, დიმა მაყიშვილი, გიორგი სეფერთელაძე (მფკ ნატახტარი), ნოდარ მაჭავარიანი (ვითიბი), შოთა უშარაული, რევაზ ინჯგია (შსს), ლევან სარდანაშვილი (FC PSP), შალვა ფირცხალავა (სკ ჯვაროსნები), გიორგი პირველი (მფკ ტატიშვილი), ლაშა თურმანიძე, (GWP), ნიკა თურმანიძე (პროკრედიტ ბანკი), ალექსანდრე იაშვილი, ლევან ჩიხრაძე (პროგრეს ბანკი), სერგი დარსაველიძე (FC TTC), გიორგი აფციაური (ბათუმის "დინამო"), მიშა თოფურია (მერია).

Sportall.Ge

Sportall.Ge
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული