შაბათი დღე, ტრადიციულად, ბრინჯაოს ლიგას დაეთმობა, სადაც მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება. ამ ტურის წინ ორივე ჯგუფში თითო-თითო გუნდი ლიდერობს 100%-იანი შედეგით.
"ა" ჯგუფში ორიდან ორი მოგება "ბიბლუსს" აქვს, რომელიც თავის შეხვედრას კვირას გამართავს "ევროკრედიტთან". რაც შეეხება "ბ" ჯგუფს, აქ ანალოგიური შედეგით მცხეთის "გუჯარი" გამოირჩევა.
14.03.2015. ბრინჯაოს ლიგა. III ტური
ა ჯგუფი
12:00 MFC PALERMO - მერია
15:00 კრედო (ქვემო ქართლი) - CSG
18:00 მფკ ტატიშვილი - BP
215.03.2015
16:00 ბიბლუსი - ევროკრედიტი
ბ ჯგუფი
13:00 გენერალი (კასპი) - ბაქსვუდი 2
14:00 VIVUS.GE - მეგაკო
17:00 მედიქლაბჯორჯია - საქართველოს ფოსტა
19:00 კარფური - პალიტრა მედია
20:00 გუჯარი (მცხეთა) - ჯო ენი
კვირა დღის მთავარი ინტრიგა, რასაკვირველია, სუპერლიგის XI ტურია. თუკი ზედა ოთხეულის გუნდები ამ ტურში გაიმარჯვებენ, საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად სხვა გუნდებს მხოლოდ თეორიული შანსებიღა დარჩებათ. შესაბამისად, კვირას დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი.
15.03.2015. სუპერლიგა. XI ტური
14:00 მფკ ნატახტარი - DHL GEORGIA
15:00 პროგრეს ბანკი - FC TTC
18:00 შსს - დინამო (ბთ)
19:00 ს.კ. ჯვაროსნები - FC PSP
წრიული ეტაპი დასასრულს უახლოვდება ვერცხლის ლიგაში. სამი ტურით ადრე საპლეიოფო მერვე ადგილისთვის სამი გუნდი იბრძვის, კიდევ ორ გუნდს ამის თეორიული შანსი აქვს შემორჩენილი. აქედან გამომდინარე, პრინციპული მატჩების სიმრავლე აქაც შეინიშნება. ამ ტურის კიდევ ორი დაპირისპირება მომდევნო კვირას გაიმართება.
15.03.2015. ვერცხლის ლიგა. XI ტური
11:00 პროკრედიტ ბანკი - საქართველოს ბანკი 2
12:00 სნიკერსი - GWP
13:00 ვითიბი ბანკი 2 - რუსთავი 2
17:00 ბაქსვუდი - საქრუსენერგო
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".
რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური