საქართველო-ინგლისი 4:0?!

AutoSharing Option
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში შესანიშნავად თამაშობს საქართველოს ფუტსალის ნაკრები. ესტონეთის იოლად ძლევის შემდეგ (8:0) ევრო 2012-ის ჯგუფური ტურნირი ზაალ ჩიტალაძის გაწვრთნილებმა ინგლისის დიდი ანგარიშით დამარცხებით განაგრძეს 4:0.

თავი გამოიჩინეს დავით ბობოხიძემ, ზურაბ შერმადინმა, არჩილ სებისკვერაძემ და ლევან კობაიძემ. ბობოხიძე და სებისკვერაძე 4-4 გოლით ჯგუფის ბომბარდირები არიან, მაკედონიელი დარკო რანგოტოვის ანგარიშზე კი 3 გოლია.

მასპინძელმა მაკედონიამ მეორე მატჩი მოიგო, ამჯერად ესტონეთთან - 6:2, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით პირველ ადგილზე საქართველოა. ელიტრაუნდში მხოლოდ გამარჯვებული გადის და ამ უფლების მოსაპოვებლად საქართველოს დღეს მაკედონიასთან ფრეც
ჰყოფნის.


საქართველო-ინგლისი 4:0
საქართველო: ჯამბურია, კობაიძე, მაყაშვილი, ბობოხიძე (კაპიტანი), სებისკვერაძე; კეფაშვილი (მეკარე), ჭანუყვაძე, კაკაბაძე, დევდარიანი, შერმადინი, მაისაია, ლუკავა.
გოლები: 1:0 ბობოხიძე (16), 2:0 სებისკვერაძე (30), 3:0 შერმადინი (32), 4:0 კობაიძე (36).

1 საქართველო 2 2 0 0 12:0 6
2 მაკედონია 2 2 0 0 9:3 6
3 ინგლისი 2 0 0 2 1:7 0
4 ესტონეთი 2 0 0 2 2:14 0





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული