მაკედონიასთან ერთი დაგვაკლდა [+video]

AutoSharing Option
ფუტსალში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა C ჯგუფის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა, ტურნირის მასპინძელ მაკედონიის გუნდთან წააგო და შემდეგ ეტაპზე ვერ გააღწია.

არადა, ჩვენებურებს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების კარგი შანსი ჰქონდათ. მართალია მაკედონელებმაც, ჩვენსავით, ჯგუფის დანარჩენ ორ მონაწილესთან - ინგლისსა და ესტონეთთან გამარჯვება მოიპოვეს, ბურთების უკეთესი სხვაობა ქართველებს ჰქონდათ და მიზნის მისაღწევად ფრეც ხელს აძლევდათ.

სამწუხაროდ, ჩვენებურებმა მაკედონიასთან სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს - მასპინძელთა რიგებში ზორან ლევესკი გატანილი გოლით ორჯერ გამოირჩა. მეორე ტაიმში დავით ბობოხიძემ ერთი ბურთის გაქვითვა
შეძლო და საბოლოოდ მატჩი მაკედონიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

''ვიცოდით, რომ ურთულესი მატჩი გველოდა, - განაცხადა მაკედონელთა დამრიგებელმა ვასილ სკენდეროვსკიმ მატჩის შემდეგ. - მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ საბედნიეროდ ვაჯობეთ და ახლა პოლონეთში თავდაჯერებულები გავემგზავრებით."


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული