ქუთაისის "ჯუნგლებმა" ერთხელაც დაამტკიცა საპრიზო სამეულში დამკვიდრების ამბიცია. იმერლებმა ამჯერად ბათუმელებს სძლიეს და მესამე ადგილი დაიბრუნეს. გადამწყვეტი ბრძოლები ქუთაისელებს თსუ-სთან ექნებათ - მესამე ადგილის მოცილედ თბილისელი სტუდენტები ეყოლებათ. "ჯუნგლებს" მცირე უპირატესობა აქვთ, რადგან ორივე დარჩენილი შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
"აჭარასთან" შეხვედრაში განსაკუთრებით შედეგიანი ტაიმების ბოლო წუთები იყო. მე-20 და მე-40 წუთებზე 4 გოლი გავიდა. ამ მატჩში ბათუმელთა მეკარე გოჩა საკანდელიძემ ერთგვარი ანტირეკორდი დაამყარა. ის
თბილისში კი "იბერიასა" და თსუ-ს შორის ტრადიციული უშეღავათო დაპირისპირება ვერ გაიმართა - თავიდანვე აშკარა იყო, რომ იბერიელებს მეტოქის დამარცხება არ გაუჭირდებოდათ და ასეც მოხდა.
"იბერია" სათამაშოდ მთავარი მწვრთნელის, უკრაინელი ოლეგ სოლოდოვნიკის გარეშე გავიდა, რომელიც ბრაზილიაში სამწვრთნელო სემინარზე იმყოფება.
გარდა ამისა, "იბერიამ" კიდევ ერთი ბრაზილიელი მოთამაშე, ჟორჟე ალექსი დაიმატა და კვლავ დაადასტურა, რომ ევროპის საუკეთესო კლუბების მარაქაში ყოფნის ამბიცია გააჩნია. ახალწვეული ჰყავდათ "სტუდენტებსაც" - სერბეთიდან დაბრუნებული დავით წინწკალაძე.
ფუტსალი. საქართველოს ჩემპიონატი.
27 იანვარი. ქუთაისი. სპორტის სასახლე
ჯუნგლები 13:6 აჭარა
გოლები: გოგოხია (5), გიორგიაძე (4), ჩოგოვაძე (2), უგლავა, კვალიაშვილი - ნადარაია (3), დავითაძე (2), ჯინჭარაძე
გაფრთხილება: ბალანჩივაძე - საკანდელიძე
გაძევება: ჩოგოვაძე - საკანდელიძე
28 იანვარი. თბილისი. ასკ-ს დარბაზი.
იბერია - თსუ 8:4
გოლები: რონი (4), ბეტინიო (3), ძაბირაძე - დარჩია, წინწკალაძე, თოფურია, ცნობილაძე
იბერია 7 7 0 0 75:18 21
ალგო 7 6 0 1 43:12 18
ჯუნგლები 8 4 0 4 57:53 12
თსუ 7 4 0 3 32:30 12
თელავი 6 0 0 6 14:52 0
აჭარა 7 0 0 7 30:86 0
ბომბარდირები
რონი (იბერია) 22
გოგოხია (ჯუნგლები) 16
ბეტინიო (იბერია) 13
ნადარაია (აჭარა) 13.
.