SBM LEAGUE 2015/16: წელი კორპორატიული ლიგის V ტურით დასრულდა

AutoSharing Option
27 დეკემბერს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლის ბოლო სათამაშო დღეს უმასპინძლა. სადღესასწაულო პაუზის წინ მეხუთე ტურის შეხვედრები კორპორატიული ლიგის გუნდებმა გამართეს.

უჩვეულოდ მწირგოლიანი გამოდგა ვერცხლის ლიგის ტური, რომელიც ამავე დროს, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა "ბაქსვუდის" სკოლამ, რომელმაც დაძაბულ ორთაბრძოლაში "ბი პი ჯორჯია" დაამარცხა 2-1.

წარმატებულად აგრძელებს ასპარეზობას "ბანკი რესპუბლიკაც". "ბანკირებმა" თბილისის მერიის გუნდს აჯობეს 2-0.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა ორი ლიდერის, "ალიანს საქართველოსა" და "ვითიბი ბანკის" დაპირისპირებაც. ამ შეხვედრამდე "ბანკირებს" წაგება არ ქონდათ და ამჯერადაც ძალიან
ახლოს იყვნენ სასიამოვნო ტრადიციის გაგრძელებასთან, თუმცა მატჩის ბოლო წამზე "სასწაულებრივად მოახერხეს" საკუთარ კარში გოლის გაშვება - 2-1 "ალიანს საქართველოს" სასარგებლოდ, რომელმაც თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

ერთადერთი უხვგოლიანი შეხვედრა ე.წ. სამედიცინო დერბი გამოდგა, რომელშიც "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა" 5-1 სძლია "ავერსს" და ხუთი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ უდგას სატურნირო ცხრილს სათავეში.

27.12.2015. ვერცხლის ლიგა. V ტური
BP GEORGIA - ბაქსვუდი 1-2
ავერსი - ტატიშვილი 1-5
თბილისის მერია - ბანკი რესპუბლიკა 0-2
ალიანს საქართველო - ვი თი ბი ბანკი 2-1

Sportall.Ge

ბომბარდირები:
ლუკა ხომასურიძე (ტატიშვილი) - 10, დიტო ანდღულაძე (საქრუსენერგო) - 8, ავთო ბუიღლიშვილი (ალიანსი), ნოდარ მაჭავარიანი (ვითიბი), თემურ აბულაშვილი (მერია), გიორგი პირველი (ტატიშვილი) - 5
მეხუთე ტურის შეხვედრები გამართეს ოქროს ლიგის გუნდებმაც.

განსაკუთრებულ ინტერესს ორი ლიდერის, "ნატახტარისა" და "საქართველოს ფოსტის" დაპირისპირება იწვევდა. ორივე მათგანი აღნიშნულ შეხვედრას წაუგებლად შეხვდა და სატურნირო ცხრილშიც "ფოსტალიონები" ერთი ქულით ჩამორჩებოდნენ მეტოქეს.

მატჩი საკმაოდ საინტერესო და უაღრესად დაძაბული გამოდგა. სათამაშო დაძაბულობა ტრიბუნებსაც გადაედოთ და მატჩის დასრულებამდე 3.35 წუთით ადრე, ტრიბუნებზე წარმოქმნილი არეულობის გამო მატჩის არბიტრებმა და ორგანიზატორებმა შეხვედრის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

ამ დროისათვის ანგარიში 4-2 იყო "ნატახტარის" სასარგებლოდ. აღნიშნულის შესახებ უახლოეს მომავალში ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს, რომელიც მიიღებს კიდეც საბოლოო გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ საპატრულო პოლიციის გუნდს სძლია 2-0. "საქართველოს ბანკმა" "ევროპაბეთს" მოუგო 5-2, ხოლო "კრედოსა" და  "ვესტ ინვესტის" დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 6-5.

27.12.2015. ოქროს ლიგა. V ტური
პატრული - TTC 0-2
საქართველოს ფოსტა - ნატახტარი 2-4 (მატჩი შეწყდა)
საქართველოს ბანკი - ევროპაბეთი 5-2
ვესტ ინვესტი - კრედო 6-5

Sportall.Ge

ბომბარდირები: თემურ ვაჩანძე (ვესტ ინვესტი) - 14, კახაბერ გოგოხია, გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი), ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი) - 5

წლის ბოლო სათამაშო დღე სუპერლიგა B-ს მეხუთე ტურის გამოტოვებული შეხვედრით დასრულდა. კასპის "გენერალმა" მისსავით სატურნირო ცხრილსი ბოლოში მყოფი პალერმო დაამარცხა 3-1.

27.12.2015.სუპერლიგა B. V ტური
მფკ გენერალი (კასპი) - პალერმო 3-1

Sportall.Ge

ტრადიციულად გაიმართა წინა ტურის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიალიც. ვერცხლის ლიგის III ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის შემტევი ლუკა ხომასურიძე დასახელდა, ხოლო IV ტურის საუკეთესოს ტიტული "ავერსის" ფეხბურთელს, ანზორ ნადირაძეს ერგო. ორივე მათგანს Apple City-ს სპეციალური პრიზები გადაეცათ.

რაც შეეხება ოქროს ლიგის IV ტურის საუკეთესოს, იგი "ვესტ ინვესტის" ფორვარდი თემურ ვაჩნაძე გახდა, რომელმაც "ნატახტარტთან" წაგებულ შეხვედრაში მეტოქეს 5 გოლი გაუტანა (ასეთივე მიღწევა მან ამ ტურშიც გაიმეორა). იგი დ. ტატიშვილი სამედიცინო ცენტრისგან სარეაბილიტაციო პროცედურების ერთთვიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია GURU music"

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული