საქართველოს ფუტსალის ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. დღეს, 15 თებერვალს, 16 საათზე, "არენა 1"-ში ყრილობა გაიმართა, რომელზეც მხოლოდ ერთი კანდიდატი, ოთარ ხიზანეიშვილი იყო წარდგენილი.

ყრილობაზე მყოფმა ოთხივე დელეგატმა ხმა სწორედ ხიზანეიშვილს მისცა.

ოთარ ხიზანეიშვილი 1981 წლის 26 სექტემბერს, ქ. თბილისში დაიბადა. 1998 წლიდან ოთარი თბილისის "დინამოს" ძირითადი გუნდის წევრი იყო, 17 წლიდან - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. 19 წლიდან თამაშობდა მოსკოვის "სპარტაკში".

2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მისით დაინტერესდა "ფრაიბურგი" და გერმანულ კლუბში გადავიდა. 1999-2007 წლებში ეროვნული ნაკრების
მაისურით ჩატარებული აქვს 20 მატჩი. 2012 წელს დაბრუნდა თბილისის "დინამოში", 2014-15 წლებში კი ბოლნისის "სიონში" თამაშობდა.

ხიზანეიშვილი ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტად 2 წლის ვადით აირჩიეს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ოთარ იმედია აწი მაინც აღარ გაეკარები ნარკოტიკებს
კაკი
23:40 20-02-2016
0
carmatebebi otar....samtredia..
alex
20:02 18-02-2016
0

სიახლეები პოპულარული