"მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა წარმოუდგენელია სახელმწიფოს და სფფ-ს გარეშე"

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა ოთარ ხიზანეიშვილმა Sportall.ge-სთან 2020 წლის ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატის შესაძლო მასპინძლობასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა.

ფიფა: საქართველომ ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ისურვა

"ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტისთვის, დიდი პატივი იქნება ვუმასპინძლოთ ისეთ მასშტაბურ ღონისძიებას, როგორიც არის მსოფლიო ჩემპიონატი ფუტსალში.

აგრეთვე დიდი პატივია ისეთ კანდიდატ ქვეყნების გვერდში ყოფნა, როგორებიც ჰოლანდია, ხორვატია, ჩეხეთი, იაპონია და სხვები არიან.

მსგავსი დონის ტურნირის მასპინძლობა წარმოუდგენელია სახელმწიფოს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარეშე", - გვითხრა ხიზანეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 აპრილს,
ფიფას ოფიციალურმა საიტმა იმ 13 ქვეყნის ვინაობა გამოაქვეყნა, რომლებმაც 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული