მეორე დღეს კი, ასოციაციამ სამტრედიაში ღონისძიება გამართა. მისი ინიციატორი, ფუტსალის ორგანიზაციასთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გახლდათ - პროექტი "სოციალური ინკლუზიის ხელშემწყობი ქვეპროგრამის" ფარგლებში გაიმართა. ამ ქვეპროგრამის მიზანი, სოციალური ინკლუზიის დახმარებით, საჯარო სკოლებში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაა. ფუტსალის ასოციაციამ კი პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა. ღონისძიებას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, დიმა ობოლაძე
მასში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ - გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე, გოგა გახოკიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან ცქიტიშვილი, თავად ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი ოთარ ხიზანეიშვილი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები. ისინი ამხანაგურად სამტრედიის მე-15 საჯაროს სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. დაპირისპირება მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა – 13:12.
თამაშის დასრულების შემდეგ ოთარ ხიზანეიშვილმა და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს საპატიო სიგელები გადასცეს. ოთარ ხიზანეიშვილის თქმით, განათლების სამინისტრო და ფუტსალის ასოციაცია ანალოგიურ აქციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გეგმავს, მათ შორის, პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობისთვის.