SBM LEAGUE 2015/16: კორპორატიულ ლიგებში პლეი ოფში გასული გუნდები ცნობილია

AutoSharing Option
21 თებერვალს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. წრიული ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გამართეს კორპორატიული ლიგის გუნდებმა.

სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის დაპირისპირებებით დაიწყო. პირველები ერთმანეთის პირისპირ თბილისის მერიისა და "ავერსის" გუნდები წარდგნენ. პლეი ოფში მოსახვედრად ეს "ფარმაცევტების" ბოლო შანსი იყო, რომლის გამოყენებასთანაც ისინი საკმაოდ ახლოს იყვნენ, თუმცა შედარებით გამოცდილმა მეტოქემ მაინც მოახერხა მატჩის მიწურულს ჯერ ანგარიშის გათანაბრება, ხოლო შემდეგ გამარჯვების მოპოვებაც - 2-1 "მერიის" სასარგებლოდ.

"ავერსი" კი უკვე ოფიციალურად დატოვებს ვერცხლის ლიგას და სეზონს
რანგით დაბალ, ბრინჯაოს ლიგაში განაგრძობს, რომელიც სტარტს 13 მარტს აიღებს.

"ავერსის" მსგავსად, ბრინჯაოს ლიგის საგზური "ერგო" ვერცხლის ლიგის აუტსაიდერს, "ბი პი ჯორჯიას", რომელიც ამჯერად "ალიანს საქართველოსთან" დამარცხდა - 3-5.

დაუმარცხებლად განაგრძობს ასპარეზობას სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი, რომელმაც ამჯერად "ბანკი რესპუბლიკის" დამარცხება მოახერხა - 4-2.

გარკვეულწილად სენსაციური მარცხი იწვნია "ვითიბი ბანკმა", რომლის მეტოქეც ბოლო პერიოდში პროგრესის გზაზე მდგარი "თეთრი ქუდის" გუნდი იყო. "სოკოებმა" 5-2 სძლიეს ფავორიტ მეტოქეს.

მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "ბაქსვუდის" საერთაშორის სკოლის გუნდმაც, რომელმაც "საქრუსენერგო" დაამარცხა - 5-1 და პირველად ლიგის ისტორიაში, სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზე აღზევდა.

ამრიგად, ის საუკეთესო რვა გუნდი, რომელიც პლეი ოფში ითამაშებს, უკვე გარკვეულია. დარჩენილ შეხვედრებში უნდა გადაწყდეს, თუ რომელ ადგილებს დაიკავებენ გუნდები, რის შემდეგაც საპლეიოფო წყვილების ვინაობაც გახდება ცნობილი.

21.02.2016. ვერცხლის ლიგა. VIII ტური
თბილისის მერია - ავერსი 2-1
BP GEORGIA - ალიანს საქართველო 3-5
ბანკი რესპუბლიკა - ტატიშვილი 2-4
ვითიბი ბანკი - თეთრი ქუდი 2-5
ბაქსვუდი - საქრუსენერგო 5-1

ბომბარდირები: ლუკა ხომასურიძე (ტატიშვილი) - 14, დიტო ანდღულაძე (საქრუსენერგო) - 13, ლადო ასათიანი, გიორგი მესხი (ბაქსვუდი) - 7

Sportall.Ge

ვერცხლის ლიგის მსგავსად, საუკეთესო რვა გუნდი ცნობილია ოქროს ლიგაშიც. ბრინჯაოში ასპარეზობას შარშანდელი ფინალისტი "ევროპაბეთი" განაგრძობს. "ბუკმეკერები", მიუხედავად ცუდი სტარტისა, ბოლო შეხვედრებშიც ინარჩუნებდნენ რეალურ შანსს, თუმცა საჭირო სამი ქულის მოპოვება ვერა და ვერ შეძლეს. გუშინ ისინი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ, 3-3 დასრულდა.

საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა "საქართველოს ფოსტისა" და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" გუნდების დაპირისპირებაშიც. მაღალ ტემპში მიმდინარე, უაღრესად საინტერესო შეხვედრაში გუნდებმა ორ-ორჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება - 2-2.

დიდი ანგარიშით იმარჯვა "საქართველოს ბანკის" გუნდმა, რომელმაც "კრედო" გაანადგურა - 8-3.

ტურის ბოლო შეხვედრაში საპატრულო პოლიციის გუნდმა "ვესტ ინვესტს" სძლია - 2-0. ამ გამარჯვებით "ძალოვნები" სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ და მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარს, "ნატახტარს", რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

21.02.2016. ოქროს ლიგა. VIII ტური
GWP - საქართველოს ფოსტა 2-2
TTC - ევროპაბეთი 3-3
კრედო - საქართველოს ბანკი 3-8
პატრული - ვესტ ინვესტი 2-0

ბომბარდირები: თემურ ვაჩანძე (ვესტ ინვესტი) - 15, ლევან ჩიხრაძე (კრედო) - 10, ლაშა ჯოხაძე (საქ. ბანკი) - 9, ზურა ცერცვაძე (კრედო) - 8

კვირას კიდევ ორი მატჩი გაიმართა.

ოქროს ლიგის მეხუთე ტურის დაპირისპირება "საქართველოს ფოსტასა" და "ნატახტარს" შორის, რომელიც მატჩის დასრულებამდე 3.35 წუთით ადრე, ტრიბუნებზე შექმნილი არეულობის გამო შეწყდა, გუშინ დასრულდა. შეწყვეტის მომენტში "ნატახტარი" 4-2 ამარცხებდა "ფოსტას", დარჩენილ დროში კი კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის კარის აღება და საბოლოოდ 5-2 იმარჯვა.

21.02.2016. ოქროს ლიგა. V ტური
საქართველოს ფოსტა - ნატახტარი 2-5

Sportall.Ge

VI ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა სუპერლიგა A-შიც. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი მფკ "ნატახტარს" დაუპირისპირდა და საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლაში 1-4 დათმო და პლეი ოფში მოსახვედრად საქმეც საკმაოდ გაირთულა.

21.02.2016. სუპერლიგა A.VI ტური
სდსს - მფკ ნატახტარი 1-4

სუპერლიგა A-ს ბოლო ტურის წინ განსაკუთრებული დაძაბულობა ცხრილის ქვედა ნაწილში იგრძნობა. დარჩენილი ორი საპლეიოფო საგზურისთვის ერთბაშად სამი გუნდი იბრძვის.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda","წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი",ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული