SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის თასზე 1/4-ფინალისტების ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
20 მარტს, სპორტის ახალმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის თასის გათამაშების 1/8-ფინალურ შეხვედრებს უმასპინძლა.

გაირკვა ის რვა საუკეთესო გუნდი, რომლებიც თასის გათამაშების მომდევნო ეტაპზე იასპარეზებენ.

საკმაოდ საინტერესო გამოდგა vivus.ge-სა და "ევროკრედიტის" დაპირისპირება, სადაც გამარჯვებული 7-მეტრიანი დარტყმების სერიაში გამოვლინდა. უგოლო ძირითადი დროის და დამატებითი ტაიმის შემდეგ საფეხბურთო ლატარიაში "ვივუსის" ფეხბურთელებს გაუმართლათ - 4-3 და მომდევნო ეტაპზეც სწორედ ისინი იასპარეზებენ, სადაც მათი მეტოქე წლევანდელი სუპერლიგა ა-ს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი მინი-ფეხბურთის კლუბი "ტატიშვილი" იქნება, რომელმაც უაღრესად დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლაში გათამაშების კიდევ ერთ
ლიდერს, "ევექსი-ჯვაროსნებს" სძლია - 5-2.

1/4-ფინალში ითამაშებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფებურთო გუნდი და მოქმედი ჩემპიონი პსპ.

"ტრანსპორტელებმა" საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში, რანგით დაბალი, სუპერლიგა ბ-ს მკვიდრს, კასპის "გენერალს" სძლიეს ბოლო წუთებზე - 3-1, ხოლო "ფარმაცევტებმა" საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს უშანსოდ - 7-0.

რაც შეეხება სხვა 1/8-ფინალურ დაპირისპირებებს, საკმაოდ დრამატული გამოდგა "შინაგან საქმეთა სამინისტროსა" და ზესტაფონის "ფეროს" შეხვედრა, სადაც ძალოვნებმა ბოლო წუთებზე შეძლეს მეტოქის გატეხვა და საბოლოოდ 3-2 იმარჯვეს.

1/4-ფინალში შსს "ნატახტარის" საკმაოდ ძლიერ გუნდს დაუპირისპირდება, რომელმაც გუშინ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი დაამარცხა მინი-ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით 1-0.

ბოლო 1/4-ფინალში ერთმანეთს "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა" და "ვეტერანები" დაუპირისპირდებიან.

იმერლებმა უკომპრომისო ორთაბრძოლაში ფავორიტად შერაცხულ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდს სძლიეს 4-2, ხოლო ვეტერანებმა, რომლებსაც კახი კალაძე აკლდათ, "უნიკრედიტს" აჯობეს უხვგოლიან "ტრილერში" - 10-7.

მატჩი დავით მუჯირისა და ლევან კობიაშვილის ბენეფისად იქცა, რომელთა ანგარიშზე შესრულებული ჰეთ თრიკებია. გარდა ამისა, სფფ-ის პრეზიდენტმა სამ გოლთან ერთად, აქტივში სამი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა. დუბლით გამოირჩა გიორგი დემეტრაძე.

20.03.2016. სუპერლიგის თასი. 1/8-ფინალი
Vivus.ge - ევროკრედიტი 0-0 (პენ) 4-3
შსს - სკ ფერო 3-2
CFCF - GM ჭიათურა 2-4
მფკ ტატიშვილი - სკ ევექსი-ჯვაროსნები 5-2
სდსს - მფკ ნატახტარი 0-1
FC TTC - მფკ გენერალი 3-1
ვეტერანები - Unicredit.ge 10-7
UG - FC PSP 0-7


სუპერლიგის თასის 1/4-ფინალური შეხვედრები 10 აპრილს გაიმართება:

Vivus.ge - მფკ ტატიშვილი
FC TTC - FC PSP
შსს - მფკ ნატახტარი
ვეტერანები - GM ჭიათურა

პარასკევს და კვირას, სუპერლიგა C-ს II და III ტურის შეხვედრებიც გაიმართა.

18.03.2016. სუპერლიგა C. II ტური
სკ ჯვაროსნები - სამტრედია 4-1
გრანდ გრუპი (მცხ) - ჯი პი აი ჰოლდინგი 7-1
ტვ იმედი - თავდაცვის სამინისტრო 15-2

20.03.2016. სუპერლიგა C. III ტური
თავდაცვის სამინისტრო - გრანდ გრუპი (მცხ) 5-8
ახპიური - სკ ჯვაროსნები 6-3


აღსანიშნავია, რომ წლევანდელ გათამაშებაში პირველად იღებს მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი, რომელიც მთლიანად დაკომპლექტებულია ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცებით.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", ვებ პორტალები: sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული