SBM LEAGUE 2015/16: საფეხბურთო ლატარიის დღე

AutoSharing Option
10 აპრილს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა.

გუშინდელი დღის მთავარი ინტრიგა სათასო 1/4-ფინალები იყო. სუპერლიგის თასზე გაირკვა სამი ნახევარფინალისტის ვინაობა, საიდანაც ორის გამოსავლენად 7-მეტრიანი საჯარიმო დარტყმების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო. "ვეტერანებისა" და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" დაპირსპირების ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა.

საფეხბურთო ლატარიაში კი იმერლებს გაუმართლათ. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი დარტყმები გააცუდეს გივი კვარაცხელიამ და ლევან კობიაშვილმა. ჭიათურელები კი პირველად იასპარეზებენ თასის 1/2-ფინალში, სადაც მათი მეტოქე შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი იქნება, რომელმაც კვირას ასპარეზობას
ერთ-ერთი ფავორიტი, მფკ "ნატახტარი" გამოთიშა. დღის ცენტრალური დაპირისპირება, მოლოდინისამებრ, დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.

გულშემატკივარმა ძირითად დროში ამ შემთხვევაშიც ორი გოლი იხილა - 1-1. გამარჯვებული ვერც დამატებით 5-წუთიან ტაიმში გამოვლინდა, 7-მეტრიანების სერია კი უკეთ "ძალოვნებმა" შეასრულეს და დამსახურებულად მოიპოვეს მომდევნო ეტაპის საგზური.

გაცილებით იოლად შეძლო 1/2-ფინალში თამაშის უფლების მოპოვება მფკ "ტატიშვილმა", რომელმაც ასპარეზობას "ვივუსი" გამოთიშა - 4-1.

"მედიკოსების" მეტოქე პსპ-სა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდებს შორის დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს, რომელიც მიმდინარე კვირაში გაიმართება.

10.04.2016. სუპერლიგის თასი. 1/4-ფინალი
ვეტერანები - GM-ჭიათურა 1-1 პენ. 1-2
შსს - მფკ ნატახტარი1-1 პენ. 2-1
Vivus.ge -მფკ ტატიშვილი 1-4


ერთი ნახევარფინალისტის ვინაობაა ცნობილი კორპორატიული ლიგის თასის გათამაშებაშიც.

დღის ყველაზე დრამატული და სანახაობრივი დაპირისპირება "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" და "საქართველოს ფოსტის" გუნდებს შორის გაიმართა. მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა, "ფოსტალიონებმა" მეორე ნახევარში ჯერ ანგარიში გაათანაბრეს და შემდეგ წინ გასვლაც მოახერხეს, თუმცა GWP-ს ფეხბურთელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს - 3-3.

საბოლოოდ გამარჯვებულის გამოსავლენად 7-მეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც იღბალი "საქართველოს ფოსტის" ფეხბურთელების მხარეს აღმოჩნდა.

კიდევ სამი 1/2-ფინალის საგზურისთვის "ვესტ ინვესტი"-"პატრული", "ალიანს საქართველო"-"ნატახტარი" და "თბილისის სატრანსპორტო კომპანია"-"ვითიბი ბანკი" იბრძოლებენ.

10.04.2016. კორპორატიული ლიგის თასი. 1/4-ფინალი
GWP - საქართველოს ფოსტა 3-3 პენ. 2-3

კვირასვე გაიმართა სუპერლიგა C-ს მეოთხე ტურის სამი შეხვედრა. მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ტელეკომპანია "იმედმა", რომელმაც აჭარის სომეხთა კავშირის საფეხბურთო გუნდ "ახპიურს" 9-1 სძლია.

"სისი ლოუნმა" "ჯვაროსნებთან" დათმო - 1-2, ხოლო "სამტრედიამ" მცხეთის "გრანდ გრუპ ჯორჯიას" აჯობა - 3-0.

10.04.2016. სუპერლიგა C. IV ტური
CC Loan - სკ ჯვაროსნები 1-2
გრანდ გრუპი - სამტრედია 0-3
ტვ იმედი - ახპიური 9-1


ბრინჯაოს ლიგაში "აჭარა ჯგუფმა" საქართველოს ეროვნული ბანკის საფეხბურთო გუნდი დაამარცხა - 4-2.

10.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. II ტური
აჭარა ჯგუფი - ეროვნული ბანკი 4-2

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა" .

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", ვებპორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული