SBM LEAGUE 2015/16: "საქართველოს ფოსტა" კორპორატიული ლიგის თასის მფლობელია!

AutoSharing Option
22 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის პირველი ტიტული გათამაშდა.

კორპორატიული ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს მოქმედი თასის მფლობელი "ნატახტარი" და "საქართველოს ფოსტა" დაუპირისპირდნენ. სრული ანშლაგის ფონზე მიმდინარე შეხვედრა უაღრესად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მე-8 წუთზე "ნატახტარი" მათმა კაპიტანმა გიორგი სეფერთელაძემ დააწინაურა - 1-0.

ანგარიშის გათანაბრება "ფოსტის" ფეხბურთელებმა ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წუთით ადრე მოახერხეს - მეკარის კურიოზული შეცდომით ლექსო ხვთისავრიშვილმა ისარგებლა - 1-1.

მიუხედავად არაერთი საგოლე მომენტისა, მატჩი დამატებით დროში გაგრძელდა, თუმცა ვერც აქ შეძლეს გუნდებმა ანგარიშში
კორექტივების შეტანა და საბოლოოდ გამარჯვებულის გამოსავლენად 7-მეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო. მიუხედავად ორივე კიპერის ბრწყინვალე თამაშისა, "საფეხბურთო ლატარიაში" იღბალი "ფოსტალიონების" მხარეს აღმოჩნდა - 2-3 ექვს-ექვსი დარტყმის შემდეგ. ეს "საქართველოს ფოსტის" გუნდის პირველი წარმატებაა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში.

მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გათამაშების საუკეთესო ბომბარდირის წოდება 6 გატანილი გოლით გიორგი სეფერთელაძეს ("ნატახტარი") ერგო, ხოლო ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ "ფოსტის" მეკარე აკო აბულაძე დასახელდა.

Sportall.Ge

ფეხბურთელები კუთვნილი თასებით და სამახსოვრო პრიზებით, საქართველოში სტუმრად მყოფმა, გაერთიანებული ერების მსოფლიო საფოსტო კავშირის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პასკალ კლივამ დააჯილდოვა.

რაც შეეხება გამარჯვებულ გუნდს, კუთვნილი თასი "საქართველოს ფოსტის" კაპიტანს, შოთა ფარულავას სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ და "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ გადასცეს.

Sportall.Ge

22.05.2016. კორპორატიული ლიგის თასი. ფინალი
ნატახტარი - საქართველოს ფოსტა 1-1 პენ. 2-3

გუშინ გამართული სხვა შეხვედრებიდან გამორჩევის ღირსია სუპერლიგა B-ს ¼-ფინალური ეტაპის მესამე გადამწყვეტი შეხვედრები.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდმა "უნიკრედიტი" ზედიზედ მეორედ დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, ისევე, როგორც კასპის "გენერალმა", რომელმაც ფავორიტად შერაცხულ "ვივუსს" 7-მეტრიანების სერიაში აჯობა.

22.05.2016. სუპერლიგა B. 1/4-ფინალი (III)
CFCP - UNICREDIT.GE 5-3 (6-3), (2-2 პენ. 1-3)
VIVUS.GE - გენერალი (კასპი) 1-1 პენ. 2-3, (5-2) (2-3)

ამრიგად, სუპერლიგა B-ს ნახევარფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

"პრევენციის ცენტრი" "ევროკრედიტს" დაუპირისპირდება, ხოლო "გენერალი" "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" გუნდთან იბრძოლებს ფინალის საგზურისთვის. ნახევარფინალში გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გაირკვევა.

კვირასვე ბავშვთა ლიგის, ბრინჯაოს ლიგის და სუპერლიგა C-ს რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა.

ბავშვთა ლიგის მეოთხე ტურში "საქართველოს უნივერსიტეტმა" "ბაქსვუდს" მოუგო - 3-0, ხოლო ქუთაისის "მართვემ" 51-ე სკოლის გუნდს სძლია - 8-1.

22.05.2016. ბავშვთა ლიგა. IV ტური
ბაქსვუდი - UG 0-3
მართვე (ქუთ) - 51-ე სკოლა 8-1

ბრინჯაოს ლიგაში მეხუთე და მეექვსე ტურის დაპირისპირებები გაიმართა. "აჭარა ჯგუფმა" "ლიბერთი ბანკი" დაამარცხა - 8-5.

ხოლო გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, "ევროპაბეთმა" ეროვნული ბანკის გუნდს სძლია - 6-4.

22.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. V ტური
ლიბერთი ბანკი -აჭარა ჯგუფი 5-8

22.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. VI ტური
ეროვნული ბანკი - ევროპაბეთი 4-6

სუპერლიგა C-ში "ჯვაროსნებმა" მცხეთის "გრანდ გრუპს" სძლიეს - 6-3, ხოლო "სამტრედიამ" "სისი ლოუნი" დაამარცხა - 8-3.

22.05.2016. სუპერლიგა C. VI ტური
გრანდ გრუპი - სკ ჯვაროსნები 3-6

22.05.2016. სუპერლიგა C. VII ტური
სამტრედია - CC LOAN 8-3

დღეს კიდევ რამოდენიმე შეხვედრა გაიმართება. ბავშვთა ლიგის მეხუთე ტურში "ბაქსვუდი" 51-ე სკოლას დაუპირისპირდება, ხოლო ქუთასის "მართვე" "საქართველოს უნივერსიტეტთან" პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდება.

23.05.2016. ბავშვთა ლიგა. V ROUND
14:00 ბაქსვუდი - 51-ე სკოლა
15:00 მართვე (ქუთ) - UG

სათამაშო კვირას სუპერლიგა C და ბრინჯაოს ლიგის დაპირისპირებები დაასრულებს. მიმდინარე გათამაშების ვადამდელი გამარჯვებული, ტელეკომპანია "იმედის" გუნდი მცხეთის "გრანდ გრუპს" ეთამაშება, ხოლო ბრინჯაოს ლიგაში "ბი პი ჯორჯია" "აჭარა ჯგუფს" დაუპირისპირდება.

23.05.2016 სუპერლიგა C. VII ტური
21:00 იმედი ტვ - გრანდ გრუპი

23.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. VI ტური
22:00 ბი პი ჯორჯია - აჭარა ჯგუფი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი - ესპანური ლუდი "ესტრელია".

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა" .

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული