დავიწყოთ იმით, რომ ეროვნული ჩემპიონატი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გუნდმა ასეთ წარმატებას პირველად მიაღწია და 17-20 აგვისტოს თსუ ფუტსალში უეფას თასის გათამაშების წინასწარ რაუნდში ჩაერთო. გუნდს ავთანდილ ასათიანი წვრთნიდა, რომელმაც შარშან "თელასი" ჩემპიონობამდე მიიყვანა, ამჯერად კი მთავარი მწვრთნელის რანგში თსუ-ს უძღვება.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი F ჯგუფში მოხვდა, რომელსაც ფინეთის ქალაქმა ილივიესკამ უმასპინძლა. ჩვენი გუნდის მეტოქეები იყვნენ ფინეთის "სიევი", მალტის "ვალეტა" და შოტლანდიური "უოტსელი".
სხვათა შორის, უეფამ
თსუ-მ პირველ შეხვედრაში შოტლანდიის ჩემპიონი "უოტსელი" 12:4 გაანადგურა. მასპინძელმა კი, ფინეთის ჩემპიონმა "სიევიმ", მალტურ "ვალეტას" 7:3 მოუგო. მეორე დღეს თბილისელი სტუდენტები მალტელებს დაუპირისპირდნენ და 6:0 სძლიეს, ხოლო ფინელებმა შოტლანდიის ჩემპიონი 13:3 გაანადგურეს.
ამრიგად, ბოლო ტურის წინ საქართველოს და ფინეთის ჩემპიონებს 6-6 ქულა დაუგროვდათ და უეფას თასის მთავარ რაუნდში მოსახვედრად მხოლოდ მოგება აწყობდათ (წინასწარი რაუნდიდან შემდეგ ეტაპზე მხოლოდ 8 ჯგუფის გამარჯვებული ითამაშებს). გადამწყვეტ შეხვედრაში, ასათიანის შეგირდებმა "სიევის" დაძაბულ ბრძოლაში 5:4 სძლიეს და მთავარ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვეს.
თსუ 15-21 ოქტომბრამდე მაკედონიაში გაემგზავრება და მისი მეტოქეები ძირითადი რაუნდის მე-2 ჯგუფში აზერბაიჯანული "არაზი", მაკედონიური "ჟელეზარეცი" და H ჯგუფის გამარჯვებული კოსოვოს "ფენიქსი" იქნებიან. ამ უკანასკნელმა ჯგუფში ინგლისური "ოქსფორდ ლაიონსი", ანდორის "ენკამპი" და ისრაელის აკა ჩატოვა.
მოკლედ, თეორიული შესაძლებლობა რეალობად იქცა და ევროგათამაშებაში ქართულ გუნდს კოსოვოს წარმომადგენელთან მოუწევს დაპირისპირება. ცხადია, ეს არც ისე სასიამოვნო ამბავია...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ღმერთი თქვენსკენ ძმებო
აზრზე ხარ უხელფასო გუნდმა რამდენს მიაღწია, ჯერ ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ და მერე აგერ უეფას თასის ჯგუფიდანაც გავიდნენ! ქება კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი შედეგებისთვის.
საცოდაობა იქნება ამ გუნდის უხელფასობის გამო დაშლა..
ანუ ევროთასებზე მხოლოდ თსუ შემოგვრჩა. მადლობა თქვენ რომ გაგვახარეთ.
წარმატებები!