უსიამოვნო პერსპექტივა: კოსოვოს ნაკრები სათამაშოდ საქართველოში ჩამოვა?

AutoSharing Option
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა (თსუ) ფუტსალის უეფას თასის პირველი ეტაპი წარმატებით დასძლია და შესარჩევ ეტაპზე გადავიდა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი საქართველოს ჩემპიონი 15-21 ოქტომბრამდე მაკედონიაში გაემგზავრება, სადაც მისი მეტოქეები ძირითადი რაუნდის II ჯგუფში აზერბაიჯანული "არაზი", მაკედონიური "ჟელეზარეცი" და H ჯგუფის გამარჯვებული კოსოვოს "ფენიქსი" იქნებიან.

ამ უკანასკნელთან ქართული გუნდის მოხვედრა დიდად სასიამოვნო ამბავი არ არის, რადგან საქართველო მას საერთაშორისო სამართლის სუბიექტად არ აღიარებს, მაგრამ კოსოვოს ფიფა და უეფა აღიარებს და ჩვენს ჩემპიონს სხვა გზა არც დარჩენია - უნდა ითამაშოს.

მაგრამ შესაძლოა, გაცილებით არასასიამოვნო სიურპრიზი უახლოეს მომავალში გველოდეს: 23 იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები ჩატარდება და ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძელი თბილისია, რაც სასიამოვნო ამბავია - ამით ჩვენი გუნდი მცირე უპირატესობას იღებს, მაგრამ...

...მაგრამ საქმე ისაა, რომ საქართველოს მეტოქეები არ იქნებიან ლატვია, საფრანგეთი, ნორვეგია, შვედეთი, ინგლისი და საბერძნეთი. ამავე დროს, ჩვენთან მე-4 კალათის გუნდები მოხვდებიან, ერთი მათგანი კი კოსოვოს ნაკრებია. წილისყრამ ეს ნაკრები რომ შეგვახვედროს, მაშინ საქართველო ვალდებული იქნება, უმასპინძლოს იმ სეპარატისტული ქვეყნის წარმომადგენელს, რომელსაც არ აღირებს.

იმედი მხოლოდ უეფას დანაპირებია, რომ მსგავს ვითარებებს ისე დაარეგულირებს, მის წევრ ქვეყნებს შორის პრობლემა საწყის ეტაპზევე მოგვარდეს.

ფაქტია, რომ პრევენციული ზომების მიღება აუცილებელია და კოსოვოს ნაკრები საქართველოში არ უნდა ჩამოვიდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვეთამაშოთ, დისკვალიფიკაციადაც რომ დაგვიჯდეს...
Walkabout
06 სექტემბერი 2016 17:26
0
არავითარი დაპირებას იმედად არ უნდა ვიყოთ ! ჯერ ეგ დაპირება უეფას არც ჰქონია... სფფ-მ წერილი უნდა აფრინოს აუცილებლად უეფაში !
kiziki
06 სექტემბერი 2016 17:19
0
არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეთამაშოს მაშინ გამოდის რომ აფხაზეთს ვაღიარებთ ირიბათ. სად გამოჩხრიკეს ეს კოსოვო მაინც . თუ ამერიკა მეგობარი იყო არ უნდა ეღიარებინა კოსოვო. როგორც ჩვენი ტკივილი აფხაზეთია ისეა სერბებისთვის კოსოვო. მაგრამ ემერიკა როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს . ბრბოს კიდევ ჯერა მისი მეგობრობის
ბაბაია
06 სექტემბერი 2016 16:54
0

სიახლეები პოპულარული