უსიამოვნო პერსპექტივა: კოსოვოს ნაკრები სათამაშოდ საქართველოში ჩამოვა?

AutoSharing Option
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა (თსუ) ფუტსალის უეფას თასის პირველი ეტაპი წარმატებით დასძლია და შესარჩევ ეტაპზე გადავიდა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი საქართველოს ჩემპიონი 15-21 ოქტომბრამდე მაკედონიაში გაემგზავრება, სადაც მისი მეტოქეები ძირითადი რაუნდის II ჯგუფში აზერბაიჯანული "არაზი", მაკედონიური "ჟელეზარეცი" და H ჯგუფის გამარჯვებული კოსოვოს "ფენიქსი" იქნებიან.

ამ უკანასკნელთან ქართული გუნდის მოხვედრა დიდად სასიამოვნო ამბავი არ არის, რადგან საქართველო მას საერთაშორისო სამართლის სუბიექტად არ აღიარებს, მაგრამ კოსოვოს ფიფა და უეფა აღიარებს და ჩვენს ჩემპიონს სხვა გზა არც დარჩენია - უნდა ითამაშოს.

მაგრამ შესაძლოა, გაცილებით არასასიამოვნო სიურპრიზი უახლოეს მომავალში გველოდეს: 23 იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები ჩატარდება და ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძელი თბილისია, რაც სასიამოვნო ამბავია - ამით ჩვენი გუნდი მცირე უპირატესობას იღებს, მაგრამ...

...მაგრამ საქმე ისაა, რომ საქართველოს მეტოქეები არ იქნებიან ლატვია, საფრანგეთი, ნორვეგია, შვედეთი, ინგლისი და საბერძნეთი. ამავე დროს, ჩვენთან მე-4 კალათის გუნდები მოხვდებიან, ერთი მათგანი კი კოსოვოს ნაკრებია. წილისყრამ ეს ნაკრები რომ შეგვახვედროს, მაშინ საქართველო ვალდებული იქნება, უმასპინძლოს იმ სეპარატისტული ქვეყნის წარმომადგენელს, რომელსაც არ აღირებს.

იმედი მხოლოდ უეფას დანაპირებია, რომ მსგავს ვითარებებს ისე დაარეგულირებს, მის წევრ ქვეყნებს შორის პრობლემა საწყის ეტაპზევე მოგვარდეს.

ფაქტია, რომ პრევენციული ზომების მიღება აუცილებელია და კოსოვოს ნაკრები საქართველოში არ უნდა ჩამოვიდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ყველა სახეობის მმართველები, სპორტის სამინისტრო, საგარეო სამინისტრო, პრემიერი და პრეზიდენტის ერთობლივი მიმართვაა საჭირო რომ კოსოვოს არ მიიღებენ
kvelas
07 სექტემბერი 2016 04:33
0
არც აქ და საერთოდ არსად არ უნდა ვეთამაშოთ არცერთი სპორტის სახეობაში და არცერთ ასაკში!! საწყალი სერბები როგორ დაჩაგრეს ამათი სამართალი ... მე!
alexi
07 სექტემბერი 2016 01:39
0
თბილისში კი არა, არსად არ უნდა ვეთამაშოთ. ხოლო თუ ამის პრეცენდენტი იყო, მაგრად მიგვიქარავს.
geronti
06 სექტემბერი 2016 22:36
0
ერთი წლის წინ, საქართველომ გასცა კოსოვოზე ვიზები სპორტულ ღონისძიებაზე, მეტიც კი ქალთა საკალათბურთო ნაკრებიც იყო წელს თბილისში ! კოსოვოს პასპორტით იქნა საზღვარი გადმოკვეთილი !
ნოდარი-ს
06 სექტემბერი 2016 21:03
0
როგორ უნდა ჩამოვიდეს კოსოვოს ნაკრები საქართველოში? ვიზები არ დასჭირდებათ? და ვინ გასცემს ვიზებს იმ "ქვეყნის" მოქალაქეებზე, რომელსაც საქართველო არ აღიარებს? ნეტავ, ვინმე ამიხსნიდეს!
ნოდარი
06 სექტემბერი 2016 20:32
0
როგორ შეიძლება კოსოვოსთან თამაში იგივე აფხაზეთი რომ დააყენო კოსოვოს ადგილზე და ასაკობრივი კალათბურთელები რომ ეთამაშებიან კოსოვოელებს არ შეიძლება ასე! ჩვენ სხვა გზა გვაქ....!!! პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესები და დანარჩენი მერე...!!!!))) რას ქვია უეფა ამას გაგებით არ შეხვდება?!! როგორც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთ ჯგუფში არ ხვდებიან ისე უნდა იყოს ჩვენთან!! და ეს უნდა მოვითხოვოთ! არა ჩვენ არავის არ უნდა გავეჩხიროთ თვალში ჩვენთვის უნდა ვიყოთ ცალკე მკვდრებივით როგორც "დიდმა აღმაშენებლმა" თქვა...!!!!
svani
06 სექტემბერი 2016 18:42
0
არააააააააააააააა
ara
06 სექტემბერი 2016 18:30
0
არააააააააააა
status quo
06 სექტემბერი 2016 18:20
0
ხომ ამბობთ რომ არანაირი მსგავსება ქართულ კონფლიქტებსა და კოსოვოს შორის არ არსებობს და მხოლოდ რუსეთი მიჰქარავს და დასავლეთი ანგელოზია. რატომ არ აღიარებთ კოსოვოს?
odala
06 სექტემბერი 2016 18:15
0
ყური შეიბერტყეთ !!!
სფფ-ს
06 სექტემბერი 2016 17:51
0

სიახლეები პოპულარული