ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი თსუ საქართველოს ჩემპიონი გახდა და უეფას ფუტსალის თასის ძირითად რაუნდში გააღწია. სამწუხაროდ, ჩვენი ჩემპიონი პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის "არაზთან" 1:7 დამარცხდა. ქართველებიდან ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გიორგი სოზაშვილმა გაიტანა. ამ გოლით მან სხვაობა მინიმუმამდე (1:2) შეამცირა და მატჩის გადარჩენის იმედი გაჩნდა, მაგრამ 30-ე წუთზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლევან კობაიძე არბიტრმა მოედნიდან გააძევა და ბოლო 10 წუთში საქართველოს ჩემპიონმა 5 ბურთი გაუშვა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში კოსოვოს "ფენიქსმა"
მეორე ტურში თსუ ჯგუფური ეტაპის მასპინძელს, მაკედონიის "ჟელეზარეცს" შეხვდა და, რომ იტყვიან, ქვა ქვაზე არ დატოვა: მასპინძელთა განადგურება არჩილ სეფისკვერაძემ დაიწყო, რომელმაც მე-10 წუთზე დუბლი შეასრულა და ორბურთიანი უპირატესობით დაგვაწინაურა.
მალე ნიკა კურტანიძემ მაკედონიელთა კარი მესამედ აიღო და შესვენებაზე 3:0 დავწინაურდით. მანვე მეორე ნახევრის პირველივე წუთზე ანგარიში 4:0 გახადა.
ამის შემდეგ დუბლი შეასრულა შოთა თოფურიამ, თითო გოლი გაიტანეს დავით ბობოხიძემ და ლაშა სიგუნავამ, სებისკვერაძემ კი ჰეთ-თრიკი მიითვალა, ხოლო ქართველების შეტევებისგან თავბრუდახვეულმა მაკედონიელმა კირცე კრსტევსკიმ საკუთარ კარში შეაგდო და მატჩი ასათიანის გუნდის გამარჯვებით, 10:0 დასრულდა.
ასეთი ანგარიშით ქართულ გუნდს ევროსარბიელზე ჯერ არ მოუგია.
უეფას ფუტსალის თასი. საკვალიფიკაციო. II ჯგუფი
ჟელეზარეცი-თსუ 0:10
გოლები: 0:1 სებისკვერაძე (6), 0:2 სებისკვერაძე (10), 0:3 კურტანიძე (13), 0:4 კურტანიძე (21), 0:5 თოფურია (21), 0:6 ბობოხიძე (25), 0:7 სიგუნავა (28), 0:8 კრსტევსკი (35-საკ. კარში), 0:9 სებისკვერაძე (36), 0:10 თოფურია (37)
თსუ: ჯამბურია - კურტანიძე, ჭანუყვაძე, მაისაია, ბობოხიძე (კ) - გაბუჩია (მეკარე), კაკაბაძე, ლუკავა, თოფურია, სიგუნავა, სოზაშვილი, სებისკვერაძე, მურცხვალაძე.
მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
ჩვენების მატჩამდე "არაზმა" "ფენიქსი" 1:0 დაამარცხა, ლიდერობა შეინარჩუნა და თუ სასწაული არ მოხდა, ფაქტობრივად, უეფას თასის ელიტრაუნდში გასულია. ამავე სტადიაზე ითამაშებს ჯგუფში მე-2 ადგილზე გასული გუნდიც და იმედია, ეს ჩვენი ჩემპიონი იქნება.
ქართველები გადამწყვეტ შეხვედრას პარასკევს, 14 ოქტომბერს, კოსოვოს გუნდთან გამართავენ. თუმცა, ჩვენებს მეტოქესთან შედარებით უპირატესობა აქვთ - მიზნის მისაღწევად ფრეც აძლევთ ხელს.
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. არაზი 2 2 0 0 8-1 6
2. თსუ 2 1 0 1 11-7 3
3. ფენიქსი 2 1 0 1 5-1 3
4. ჟელეზარეცი 2 0 0 2 0-15 0
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეს მაგარი შედეგია. უბრალოდ, გული მწყდება უფულობის გამო რომ იშლება ასეთი გუნდი და მომავალ ჩემპიონატში აღარ იასპარეზებს.. წარმატებები ძმებო კოსოვოსთან!
ქართველებით ასეთი შედეგი მე არ მახსოვს.
თან ყველაზე მთავარი, უხელფასო გუნდმა ამდენს რომ მიაღწია ესაა დასაფასებელი..
წარმატებები!