შაბათს, 19 ნოემბერს, პირველად ლიგის ისტორიაში, თამაშებს რეგიონმა, კონკრეტულად კი, ზესტაფონის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც მესამე ტურის შეხვედრები სუპერლიგა B-ს გუნდებმა გამართეს.
"საქართველოს უნივერსიტეტმა" ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდს სძლია - 7-3. ასეთივე ანგარიშით მასპინძელმა ზესტაფონის "ფერომ" "ჯვაროსნები-2" დაამარცხა. მიმდინარე გათამაშებაში პირველი მარცხი იწვნია ამ ტურამდე ერთპიროვნულმა ლიდერმა "თელავმა", რომელმაც "უნიკრედიტისგან" მიიღო სამი უპასუხო ბურთი - 0-3.
მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "ფანდეი ენტერტაიმენტის" გუნდმა, რომელმაც ამჯერად "ვივუსის" დამარცხება შეძლო - 6-1.
19.11.2016. ქ. ზესტაფონი. სუპერლიგა B. III ტური
FC UG - ეთა 7-3
სკ თელავი - Unicredit.ge 0-3
სკ ფერო (ზესტ) - სკ ჯვაროსნები 2 7-3
Vivus.ge - Funday ENT. 1-6
კსუ/CIU - სკ ევროკრედიტი 4-1
20 ნოემბერს სათამაშო დღე თბილისის ახალ სპორტის სასახლეში განახლდა.
ვერცხლის ლიგის მესამე ტური "დომინოს პიცისა" და შემოსავლების სამსახურის გუნდების შეხვედრით დაიწყო, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელმა მოიპოვა - 2-1. პირველი ქულები დაკარგა ერთ-ერთმა ფავორიტმა "ევროპაბეთმა", რომელმაც "საქრუსენერგოსთან" დათმო - 2-5.
ასეთივე ანგარიშით "ლიბერთი ბანკმა" "ელიტა ბურჯს" მოუგო. ერთი გატანილი გოლით შემოიფარგლნენ "ბანკი რესპუბლიკისა" და "მინას" გუნდები, სადაც გამარჯვება "ბანკირებს" ხვდათ წილად -1-0. ასევე მინიმალური სხვაობით იმარჯვა "თეთრი ქუდის" გუნდმა, რომელმაც "კუბიკს" სძლია - 5-4.
"სოკოების" მსგავსად, მოგებათა სერიას განაგრძობს "ბაქსვუდი" - "მოსწავლეებმა" "ავერსი" დაამარცხეს დამაჯერებლად - 5-1. დღის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა "საქართველოს ბანკსა" და "აჭარა" ჯგუფს შორის გაიმართა - ბანკირებმა დიდი ანგარიშით, 12-3 გაანადგურეს მეტოქე.
სამი ტურის შემდეგ სამ-სამი მოგებით ვერცხლის ლიგის სატურნირო ცხრილს "საქართველოს ბანკი", "ბაქსვუდი" და "თეთრი ქუდი" ლიდერობენ.
20.11.2016. ქ. თბილისი. ვერცხლის ლიგა. III ტური
დომინო’ს პიცა - RS 1-2
ევროპაბეთი - საქრუსენერგო 2-5
მინა - ბანკი რესპუბლიკა 0-1
ბაქსვუდი - ავერსი 5-1
თეთრი ქუდი - კუბიკი 5-4
ლიბერთი ბანკი - ელიტა ბურჯი 5-2
საქართველოს ბანკი - აჭარა ჯგუფი 12-3
კვირასვე გაიმართა სუპერლიგა A-ს მესამე ტურის შეხვედრებიც.
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდმა სკ "ჯვაროსნებს" სძლია მინიმალურად - 1-0. მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა ტელეკომპანია "იმედის" გუნდმა, რომელმაც "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა" დაამარცხა - 3-1.
ასეთივე ანგარიშით იმარჯვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმაც, რომელმაც მფკ "ნატახტარი" დატოვა უქულოდ. ტურის და მთლიანად სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება სატურნირო ცხრილის ორ ლიდერს, პსპ-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდებს შორის გაიმართა.
სავსე ტრიბუნების ფონზე მიმდინარე დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა სფფ-ის გამარჯვებით, 6-3 დასრულდა, რომელმაც ამ მოგებით სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა. ჰეთ თრიკით გამოირჩა ალექსანდრე იაშვილი, თითო-თითო გოლი კი გივი კვარაცხელიას, ლევან კობიაშვილის და კახა კალაძის ანგარიშზეა.
20.11.2016. ქ. თბილისი. სუპერლიგა A. III ტური
CFCP - სკ ჯვაროსნები 1-0
ტვ იმედი - GM ჭიათურა 3-1
FC PSP - სფფ 3-6
სდსს - მფკ ნატახტარი 3-1
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია
ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".
მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები - sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge