ბეჭედი დასმულია - სანდრო კობახიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
სანდრო კობახიძე კარიერას თურქეთის I ლიგის (რანგით მეორე) ბინადარ, იზმირის "გიოზთეფეში" გააგრძელებს. ამ დროისთვის, "გიოზთეფე" ლიდერია და სუპერლიგაში გადასვლას ისახავს მიზნად.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების 29 წლის ნახევარმცველს "სივასფორთან" მიმართებაშიც ახსენებდნენ, მაგრამ ასე იყო თუ ისე, "გიოზთეფე" უკვე გადაწყვეტილია და კობახიძემ "ლელოს" ეს თავადვე დაუდასტურა. სანდრომ იზმირის კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა "ვორსკლაში" და სეზონის პირველ ნახევარში ქომაგებმა პოლტავური კლუბის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, თუმცა "ვორსკლას" ფინანსური პრობლემები შეექმნა და...

"გიოზთეფეს" მწვრთნელს რაც შეეხება, ეს გახლავთ თურქეთის
ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ოქან ბურუქი, რომელიც ქართველ ქომაგს "გალათასარაიდან", "ინტერიდან" და "ბეშიქთაშიდან" უნდა ახსოვდეს.

ადგილობრივ ფეხბურთელებთან ერთად, კლუბის ღირსებას იცავენ მალელი, კოტდივუარელი, მაკედონიელი, სურინამელი, ავსტრიელი და ფრანგი ლეგიონერები. მაგალითად, აქ თამაშობს ჟან-ჟაკ გოსო, ვისაც წლების განმავლობაში ემოსა კოტ დ'ივუარის ნაკრების მაისურა; სურინამელ ლერუა ჯორჯს კი აზერბაიჯანში შედეგიანი თამაშით უნდა ვიცნობდეთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სირცხვილია.. მაგრად ტეხავს.. იმენნა ტეხავს..
georgian
19:49 13-01-2017
0
ნაკრების წევრი წინ წასვლის მაგიერ უკან მიდის.თურქეთში უმაღლესი ლიგის გუნდიც არ მოინახა მისთვის.გული მოგიკვდება კაცს,და ანაზღაურება რა ექნება ვინ იცის.ქართველებს თურქები ისედაც ზემოდან უყურებენ რბილად,რომ ვთქვათ.პატრონი ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს და ამ საცოდავ ბიჭს ვინ უპატრონებს.არადა კარგი ფეხბურთელია,დაიკარგება.ვაისიც, რატომღაც არ სცემს პატივს, მოკლედ...
vaxvax
18:10 13-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული