ბეჭედი დასმულია - სანდრო კობახიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
სანდრო კობახიძე კარიერას თურქეთის I ლიგის (რანგით მეორე) ბინადარ, იზმირის "გიოზთეფეში" გააგრძელებს. ამ დროისთვის, "გიოზთეფე" ლიდერია და სუპერლიგაში გადასვლას ისახავს მიზნად.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების 29 წლის ნახევარმცველს "სივასფორთან" მიმართებაშიც ახსენებდნენ, მაგრამ ასე იყო თუ ისე, "გიოზთეფე" უკვე გადაწყვეტილია და კობახიძემ "ლელოს" ეს თავადვე დაუდასტურა. სანდრომ იზმირის კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა "ვორსკლაში" და სეზონის პირველ ნახევარში ქომაგებმა პოლტავური კლუბის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, თუმცა "ვორსკლას" ფინანსური პრობლემები შეექმნა და...

"გიოზთეფეს" მწვრთნელს რაც შეეხება, ეს გახლავთ თურქეთის
ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ოქან ბურუქი, რომელიც ქართველ ქომაგს "გალათასარაიდან", "ინტერიდან" და "ბეშიქთაშიდან" უნდა ახსოვდეს.

ადგილობრივ ფეხბურთელებთან ერთად, კლუბის ღირსებას იცავენ მალელი, კოტდივუარელი, მაკედონიელი, სურინამელი, ავსტრიელი და ფრანგი ლეგიონერები. მაგალითად, აქ თამაშობს ჟან-ჟაკ გოსო, ვისაც წლების განმავლობაში ემოსა კოტ დ'ივუარის ნაკრების მაისურა; სურინამელ ლერუა ჯორჯს კი აზერბაიჯანში შედეგიანი თამაშით უნდა ვიცნობდეთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სერიოზულ გუნდში გადასულაააა ლეგიონერებიც ყოლიათ....
0
ძალიან სასიხარულო ინფორმაცია! მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს ამ ტრანსფერის გაჩარხვისთვის! მოუთმენლად ველი დროს როცა სანდროსთან ერთად შევუტევ მეტოქის კარს #ფორცაგიოზთეფეშ
ლერუა ჯორჯი
17:56 13-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული