ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი დღეს გააფორმა, მისი 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
გუნდი, რომელსაც გოცე სედლოსკი წვრთნის, მაკედონიის ჩემპიონატში გამართული 18 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 41 ქულით ლიდერობს და 4 ქულით უსწრებს მეორე ადგილოსან "შკენდიას". "ვარდარი" მაკედონიის 9-გზის ჩემპიონია, ამასთან, ბოლო ოთხი სეზონია გუნდი პირველობას არავის უთმობს. "ვარდარი" მაკედონიის თასის ხუთგზის და იუგოსლავიის თასის (1960/61) მფლობელია.
"მაკედონიაში პირველად ვარ და კლუბ "ვარდარზე"
კლუბის შესახებ მსმენია და მხოლოდ კარგი. კლუბის ხელმძღვანელობისგან ნდობას ვგრძნობ და მიხარია, რომ მისი ნაწილი ვარ. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ კლუბის წარმატებისთვის. ვიცი, რომ გუნდი ამჟამად პირველ ადგილზეა. თავს არ დავზოგავ თითოეულ მატჩში, რათა პოზიცია შევინარჩუნოთ.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ გადმოვედი, კლუბის ამბიციები და წინსვლის სურვილია. მინდა ერთ მშვენიერ დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშო", - აქვეყნებს ჯიღაურის ნათქვამს კლუბის ოფიციალური საიტი.