ოფიციალურად: ჯაბა ჯიღაური სკოპიეს "ვარდარის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური, რომელიც თბილისის "დინამოში" თამაშობდა, ამიერიდან მაკედონიის მოქმედი ჩემპიონის სკოპიეს "ვარდარის" ღირსებას დაიცავს.

ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი დღეს გააფორმა, მისი 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

გუნდი, რომელსაც გოცე სედლოსკი წვრთნის, მაკედონიის ჩემპიონატში გამართული 18 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 41 ქულით ლიდერობს და 4 ქულით უსწრებს მეორე ადგილოსან "შკენდიას". "ვარდარი" მაკედონიის 9-გზის ჩემპიონია, ამასთან, ბოლო ოთხი სეზონია გუნდი პირველობას არავის უთმობს. "ვარდარი" მაკედონიის თასის ხუთგზის და იუგოსლავიის თასის (1960/61) მფლობელია.

"მაკედონიაში პირველად ვარ და კლუბ "ვარდარზე"
ჩემი პირველი შთაბეჭდილებები დადებითია. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.

კლუბის შესახებ მსმენია და მხოლოდ კარგი. კლუბის ხელმძღვანელობისგან ნდობას ვგრძნობ და მიხარია, რომ მისი ნაწილი ვარ. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ კლუბის წარმატებისთვის. ვიცი, რომ გუნდი ამჟამად პირველ ადგილზეა. თავს არ დავზოგავ თითოეულ მატჩში, რათა პოზიცია შევინარჩუნოთ.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ გადმოვედი, კლუბის ამბიციები და წინსვლის სურვილია. მინდა ერთ მშვენიერ დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშო", - აქვეყნებს ჯიღაურის ნათქვამს კლუბის ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ქართველი ჟურნალისტები 2 თვის წინ ლაციოში უშვებდნენ არადა :)))))))) ალბათ ქალაქი სკოპიე Aმჯობინა რომს, მანდ სხვა მიზეზი Aრ იქნება
გოგა
05:35 15-01-2017
0
ვაი და ვუი საშინელებაა მაკედონიის ჩემპიონატი, ისევ ჩვენი ჯობს მაგას
შაკო
00:58 15-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული