ამხანაგური მატჩები: კვეკვესკირმა, ქვილითაიამ და ბერიძემ გაიტანეს [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 14 იანვარს, რამდენიმე ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც ქართველმა ლეგიონერებმა თავი გოლებით გამოიჩინეს.

თურქეთში მყოფმა აზერბაიჯანულმა "გაბალამ" ზამთრის შეკრების ფარგლებში პირველი მატჩი ალბანურ "პარტიზანთან" გამართა და 1:2 დამარცხდა. ერთადერთი გოლი საჯარიმო დარტყმით აზერბაიჯანული კლუბის შემადგენლობაში ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სლოვაკურ "ტრენჩინში" დებიუტი ჰქონდა გიორგი ბერიძეს. მისი ახალი კლუბი დღეს "ნიტრას" დაუპირისპირდა და 1:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ "ტრენჩინმა" სწორედ ბერიძის გოლით იმარჯვა.

გაიტანა გიორგი ქვილითაიამაც, რომლის ვენის "რაპიდმაც" ამხანაგურ მატჩში "გერსტჰოფერი" გაანადგურა - 11:0.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული