სანდრო კობახიძე: "გიოზთეფე", თავისი დონით, სუპერლიგის მასშტაბის გუნდია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 29 წლის გარემარბი სანდრო კობახიძე კარიერას თურქეთის პირველი ლიგის ლიდერ "გიოზთეფეში" გააგრძელებს. ჩვენებურმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. გუშინ კი "ლელო" მას თურქეთში დაუკავშირდა:

"ვორსკლაში" გატარებულ პერიოდს თუ შევაფასებთ, კარგადაც მახსენდება და ცუდადაც. არანაირი მხარდაჭერა არ გვქონდა ხელმძღვანელობის მხრიდან და ეს აისახა კიდეც შედეგზე, თუმცა ჩემთვის ეს პერიოდი, ასე თუ ისე, წარმატებული გამოდგა. დავიბრუნე ოპტიმალური სათამაშო კონდიციები და გავხდი საუკეთესო მოთამაშე...

"ვორსკლას" დატოვების მთავ
არი მიზეზი ის იყო, რომ მოტივაცია აღარ მქონდა. იყო რამდენიმე შეთავაზება, თუმცა არჩევანი "გიოზთეფეზე" შევაჩერე, რასაც არ ვნანობ. ძალიან მალე, ორ-სამ დღეში გადაწყდა ყველაფერი. ძალიან სერიოზულად და პროფესიულად მიუდგნენ საქმეს...

ჩემი ჩათვლით, გუნდში ოთხი ახალწვეულია, მიზანი კი სუპერლიგაში გადასვლაა. ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს.

აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღო. ინფრასტრუქტურა, ქომაგები... აქ ყველაფერი ევროპულ დონეზეა. უნდა გითხრათ, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. გუნდში ყველას ვესაუბრე, ძალიან სასიამოვნო ხალხია, ასეთივე გარემოა.

მე რაც ვიცი, თურქეთის პირველ ლიგაში აგრესიული ფეხბურთია. კი, კლასში სხვაობა არის სუპერლიგის გუნდებთან, მაგრამ გარწმუნებთ, "გიოზთეფე", თავისი დონით, სუპერლიგის მასშტაბის გუნდია", - გვითხრა სანდრო კობახიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სანდრო, ასეთი მაღალი კლასის გუნდი როგორ მონახე,როგორ ჩააწყვე,ვინ დაგეხმარა? პირველ ლიგაშია და სუპერ ლიგის გუნდებს სჯობია
vaxvax
10:03 17-01-2017
0
hvens pro 2 arafrit hamnuardeba.DDDD
tamaziko
17:59 16-01-2017
0

სიახლეები პოპულარული