ოფიციალურად: ვლადიმერ დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე "ატირაუს" ფეხბურთელები არიან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ვლადიმერ დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე კარიერას ყაზახურ "ატირაუში" გააგრძელებენ. ორივე ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ყაზახური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

დვალიშვილი 30 წლისაა. მისი საფეხბურთო კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო. სხვადასხვა დროს უთამაშია "ბათუმში", "ოლიმპში", "სკონტოში", "მაკაბიში", "პოლონიაში", "ლეგიაში", "ოდენსეში", "პოგონსა" და თბილისის "დინამოში".

მას უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ეროვნულ გუნდში კი 2009 წლიდან იწვევენ. ამ დროის განმავლობაში მან საქართველოს პირველი გუნდის შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

29 წლის ლობჟანიძე სხვადასხვა
დროს თბილისის "დინამოს", "ბათუმის", "ზესტაფონის", "დნიპროს", "კრივბასის", "ომონიასა" და თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 2008 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველა ფორმაციის ნაკრებში რო არიან მაგაზე ვერთობი კარგად :D
uchas fani
17 იანვარი 2017 16:56
0
დვალიშვილს თუ ვიღაცა არ კრიშავდეს იმის დედა ვატირე რა...
ქომაგი
17 იანვარი 2017 10:15
0
უჩას ფანმა დამასწრო :დ :დ
ეს ორი ერთნაირი. ვიკრასიც ვიბრასიც
საბა
16 იანვარი 2017 15:25
0
ესენი უეჭველი ერთად დაწყევლა ვიგაცამ :):):)
uchas fani
16 იანვარი 2017 14:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული