შოთა არველაძე: ისრაელი და "მაკაბი" იყო შესანიშნავი გამოცდილება

AutoSharing Option
შოთა არველაძემ "ფეისბუქით" გასცა პასუხი მკითხველთა კითხვებს. მან ძირითადად "მაკაბიში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

- რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის თელ-ავივის "მაკაბიში" მუშაობა?
- ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. რამდენიმე თვე უასისტენტოდ ვიმუშავე, რაც არ იყო იოლი, მათ შორის იყო მატჩები ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. საბედნიეროდ, ეს პერიოდი წარმატებული გამოდგა. შემდეგ ვითამაშეთ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე, რაც დიდი მიღწევაა, სადაც მესამე ადგილით დავასრულეთ ასპარეზობა.

- რატომ ვერ შეძლო გუნდმა სტაბილურად კარგად თამაში?
- ნოემბრის ბოლომდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, შემდეგ წავაგეთ ორ უშუალო კონკურენტთან, ეს
კი ძალზე დამთრგუნველია ფსიქოლოგიურად. ჩვენ დავიწყეთ ფიქრი, რომ იმდენად კარგები არ ვართ, როგორც "ბეერ შევა", რომელიც ევროპალიგაზეც შესანიშნავად თამაშობდა, მილანის "ინტერს" ორი მატჩი მოუგო. სამწუხაროდ, საკმარისი დრო არ მქონდა სამუშაოდ. მაგრამ ამაყად ვიტყვი, რომ "მაკაბი" ჩაკეტილ ფეხბურთს არ თამაშობდა და მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადიოდა. ყოველთვის ღია და შემტევ ფეხბურთს ვანიჭებდით უპირატესობას.

- როგორ შეაფასებთ სატრანსფერო გადაწყვეტილებებს?
- ჩემი ინიციატივით დავიმატეთ ოსკარ სკარიონე, რომელიც ფანტასტიკური იყო, სანამ ტრავმას მიიღებდა. წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ზოგი გუნდი სეზონში არ მართავს 36 მატჩს და ჩვენ ამ რიცხვს უკვე დეკემბერში მივაღწიეთ. იყო კიდევ შორეული გადაფრენები ირლანდიაში, რუსეთში, ყაზახეთში...

- რას იტყვით "მაკაბის" ფანების შესახებ?
- "მაკაბის" ფანები ერთდროულად აგრესიულები და ინტელექტუალები არიან. ყველა მათგანს აერთიანებს შემტევი ფეხბურთის სიყვარული.

- რა განწყობით ტოვებთ ისრაელს?
- ისრაელი შესანიშნავი, თბილი და ძალიან ლამაზი ქვეყანაა. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა ისტორია, განსაკუთრებით, იერუსალიმში. ხალხიც ქვეყანასავით თბილია. აქ ბევრი რამ ვისწავლე, რომელიც ცხოვრებაში აუცილებლად გამომადგება.

- რა საერთო აქვთ ისრაელსა და საქართველოს?
- ისტორიულად ბევრი საერთო გვაქვს. ისინი კვლავ იმ ლეგენდის მიხედვით ცხოვრობენ, რომ ისრაელი უნდა გადარჩეს, განვითარდეს და ძლიერი ქვეყანა გახდეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჰაჯან ფეხბურთი გიყვარს? კაცურ კაცობა? აბა მაშ, ამ მშრომელ კაცს რას ერჩით, დალოცვილებო. მის ნიჭს გინდათ აბრუნდი გამოდოთ? არ გამოვა ეგ ამბავი ჰაჯან, არა! ბოღმა ძალიან ცუდი რამეა და თანაც ადვილი. კარგი რამის გაკეთებაა ძნელი. მოძმეს გვერდით რომ დაუდგე ეგ კიდევ უფრო ძნელი. ერთ რამეს გეტყვით ბიჭებო, შოთა თავის თავზე მეტს იმუშავებს, თქვენ კი ბოღმა მალე დაგაბერებთ.

მოკითხვა ზოგიერთებს
10:46 25-01-2017
0
რატომღაც მგონია რომ შოთიკოჰოლანდიურ რომელიმე კლუბს კარგად მოერგება
კახა ქირია
12:51 17-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული