"ვიტესის" მწვრთნელი: გურამ კაშია ჩვენს კაპიტნად რჩება

AutoSharing Option
"გრონინგენთან" საგარეო მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა, არნემის "ვიტესის" თავკაცმა ჰენკ ფრეიზერმა ქართველი კაპიტანი გურამ კაშია შესვენებაზე შეცვალა.

gelderlander.nl-თან საუბარში ფრეიზერმა კაშიას გამოცვლა ასე განმარტა: "კაშია მხოლოდ იმის გამო არ შემიცვლია, რომ მისი თამაში არ მომეწონა, მიზეზი ტაქტიკური გადაწყობაც იყო. მეტ მიაზგას ჩართვით, დაცვა გავაძლიერეთ. ასე გავანეიტრალეთ მეტოქის ტანმაღალი ფორვარდი, რომელიც პრობლემებს გვიქმნიდა, თუმცა მან მეორე ტაიმშიც შეგვაწუხა.

გურამ კაშია ჩვენი კაპიტანია, რომელსაც დიდებული რეპუტაცია აქვს. მე მის იგნორირებას არ ვაპირებ", - განაცხადა ფრეიზერმა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული