ხმელთაშუაზღვისპირა კლუბის ხელმძღვანელობამ კანდიდატებს შორის სწორედ 43 წლის ქართველი სპეციალისტი შეარჩია და ახლა ის კიდევ ერთხელ შეხვდება კლუბის წარმომადგენლებს, მცირე დეტალებს დააზუსტებს და გუნდთან კონტრაქტსაც გააფორმებს. ეს შეიძლება უახლოეს საათებშიც მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ "ალანია" შოთა არველაძის მეოთხე გუნდი იქნება თურქული სუპერლიგიდან, სადაც მწვრთნელად იმუშავებს, "ქაისერისფორის", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსფორის" შემდეგ.
ქართველი ბოლოს ებრაულ "მაკაბის" წვრთნიდა, საიდანაც იგი 3 იანვარს გაუშვეს. მას მერე "მაკაბის" დირექტორი ხორდი კრუიფი წვრთნის და თელავიველებმა
"ალანია" უმწვრთნელოდაა მას მერე, რაც 2:3 წააგო "რიზესფორთან" - კლუბის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ჰუსეინ კალპარი. "ბეშიქთაშთან" მატჩში "ალანია" დროებითმა თავკაცმა, მუსტაფა კამუნაკმა გაიყვანა, "ალანიამ" 1:4 წააგო. გუნდმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ქულა აიღო და 18 ქულით მე-14 ადგილზეა.
მედია იუწყება, რომ კლუბის პრეზიდენტი ჰასან ჩავუშოღლუ უკვე დაუკავშირდა "მაკაბიდან" გამოშვებულ არველაძეს, თუმცა კლუბის მენეჯმენტი მწვრთნელის პოზიციაზე მეჰმეთ ოზდილეკისა და თუგაი ქერიმოღლუს კანდიდატურებსაც განიხილავდა.