თურქული მედია: შოთა არველაძე - "ალანიაში", პრაქტიკულად, გადაწყვეტილია

AutoSharing Option
თურქული მედიის ცნობით, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ "ალანიასფორის" მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძე დაინიშნება.

ხმელთაშუაზღვისპირა კლუბის ხელმძღვანელობამ კანდიდატებს შორის სწორედ 43 წლის ქართველი სპეციალისტი შეარჩია და ახლა ის კიდევ ერთხელ შეხვდება კლუბის წარმომადგენლებს, მცირე დეტალებს დააზუსტებს და გუნდთან კონტრაქტსაც გააფორმებს. ეს შეიძლება უახლოეს საათებშიც მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ "ალანია" შოთა არველაძის მეოთხე გუნდი იქნება თურქული სუპერლიგიდან, სადაც მწვრთნელად იმუშავებს, "ქაისერისფორის", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსფორის" შემდეგ.

ქართველი ბოლოს ებრაულ "მაკაბის" წვრთნიდა, საიდანაც იგი 3 იანვარს გაუშვეს. მას მერე "მაკაბის" დირექტორი ხორდი კრუიფი წვრთნის და თელავიველებმა
ზედიზედ 4 მატჩის მოგება შეძლეს.

"ალანია" უმწვრთნელოდაა მას მერე, რაც 2:3 წააგო "რიზესფორთან" - კლუბის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ჰუსეინ კალპარი. "ბეშიქთაშთან" მატჩში "ალანია" დროებითმა თავკაცმა, მუსტაფა კამუნაკმა გაიყვანა, "ალანიამ" 1:4 წააგო. გუნდმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ქულა აიღო და 18 ქულით მე-14 ადგილზეა.

მედია იუწყება, რომ კლუბის პრეზიდენტი ჰასან ჩავუშოღლუ უკვე დაუკავშირდა "მაკაბიდან" გამოშვებულ არველაძეს, თუმცა კლუბის მენეჯმენტი მწვრთნელის პოზიციაზე მეჰმეთ ოზდილეკისა და თუგაი ქერიმოღლუს კანდიდატურებსაც განიხილავდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სპეციალისტიო დიდი ამბით წერენ არველაძეზე.თითქოს მსოფლიო დონის მწვრთნელია.სადაც იყო ყველგან გუნდი უკან უკან წავიდა და გაუშბეს და დასანგრევად თუ მიყავთ თურქებს არ ვიცი.
გოგა
22:36 25-01-2017
0
შოთი დიდი კაცია ქართულ, თურქულ და ევროპულ ფეხბურთში. მისი წარმატება ქართველების წარმატებაა. აბა შენ იცი შოთი!
namdvili zaza
17:34 25-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული