ლევან მჭედლიძე: კიდევ უფრო მეტი შემიძლია

AutoSharing Option
ლევან მჭედლიძე კარიერის საუკეთესო ფორმაშია - სერია A-ს ბოლო 5 მატჩში ქართველმა 4 გოლი გაიტანა. ბოლოს მან თავურით "უდინეზეს" გამარჯვების გოლი გაუტანა.

iltirreno  მატჩის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს გაესაუბრა: "მართლაც კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ კიდევ უფრო მეტიც შემიძლია. ამ მატჩში საბოლოოდ გუნდს სამი ქულა მოვუტანე, თუმცა თავიდან გაგვიჭირდა. გუნდმა ყველაფერი გაიღო ამ მატჩის მოსაგებად.

მწვრთნელმა მითხრა, რომ გოლამდე ჩემი თამაშით არ იყო კმაყოფილი და მე მას ვეთანხმები. ყველაფერს ვაკეთებდი მოედანზე, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვუმატო.

ვიცოდით, რომ მეტოქე ფიზიკურად ძლიერია და კარგი
ხარისხის ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ ჩვენს შანსს ველოდით. "ემპოლის" დაცვა დიდებულად თამაშობს, ნახევარმცველებმაც იყოჩაღეს და მომენტიც შეიქმნა. ფრედერიკ ვესელმა დიდებულად ჩააწოდა. ის საკმარისად ძლიერი იყო იმისთვის, რომ შეხებით კარისკენ გადამეგზავნა.

დიახ, გავარდნის ზონას საკმაოდ დავშორდით, მაგრამ ასევე უნდა გავაგრძელოთ და კვირას "კროტონეს" უნდა ვაჯობოთ. ჯერ გუნდს არ დაუბევებია ელიტაში დარჩენა.

რაც შემეხება მე, ახლა თავს მართლა დიდებულად ვგრძნობ, როგორც იქნა, სტაბილურად ვთამაშობ. "ემპოლის" ყოველთვის სჯეროდა ჩემი. ამიტომ მე ვალდებული ვარ, გუნდს მადლობა კარგი თამაშით გადავუხადო", - განაცხადა ლევან მჭედლიძემ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტა ნაკრებშიც ეგრე მოუმატო.წარმატებები ლევან.
kaxa qartveli
23:14 25-01-2017
0
ყოჩაღ ლევან,შენ მართლა გაცილებით მეტი შეგიძლია.
სოსო
18:47 25-01-2017
0

სიახლეები პოპულარული