iltirreno მატჩის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს გაესაუბრა: "მართლაც კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ კიდევ უფრო მეტიც შემიძლია. ამ მატჩში საბოლოოდ გუნდს სამი ქულა მოვუტანე, თუმცა თავიდან გაგვიჭირდა. გუნდმა ყველაფერი გაიღო ამ მატჩის მოსაგებად.
მწვრთნელმა მითხრა, რომ გოლამდე ჩემი თამაშით არ იყო კმაყოფილი და მე მას ვეთანხმები. ყველაფერს ვაკეთებდი მოედანზე, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვუმატო.
ვიცოდით, რომ მეტოქე ფიზიკურად ძლიერია და კარგი
დიახ, გავარდნის ზონას საკმაოდ დავშორდით, მაგრამ ასევე უნდა გავაგრძელოთ და კვირას "კროტონეს" უნდა ვაჯობოთ. ჯერ გუნდს არ დაუბევებია ელიტაში დარჩენა.
რაც შემეხება მე, ახლა თავს მართლა დიდებულად ვგრძნობ, როგორც იქნა, სტაბილურად ვთამაშობ. "ემპოლის" ყოველთვის სჯეროდა ჩემი. ამიტომ მე ვალდებული ვარ, გუნდს მადლობა კარგი თამაშით გადავუხადო", - განაცხადა ლევან მჭედლიძემ.