მაკარიძის 10 სეივი და მოგება "ბენფიკასთან" - "მორიერენშე" თასის ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 იანვარს, პორტუგალიის ლიგის თასის გათამაშების ნახევარფინალურ შეხვედრაში გიორგი მაკარიძის გუნდმა "მორეირენშემ" ლისაბონის "ბენფიკა" ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

"ბენფიკასთან" მატჩში "მორეირენშეს" კარს საქართველოს ნაკრების გოლკიპერი იცავდა, რომლის დადანაშაულება გაშვებულ ერთადერთ გოლში უსამართლობა იქნება. მეტიც, გიორგი მაკარიძემ მთლიანობაში ბრწყინვალედ ითამაშა და ამ შეხვედრაში ოფიციალურად 10 "სეივი" მიითვალა. 57-ე წუთზე ის გააფრთხილეს.

აღსანიშნავია, რომ "მორეირენშემ", რომელიც ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა, ქართველი მეკარის გარჯის წყალობით თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე "პორტუსაც" მოუგო (1:0).

- გიორგი მაკარიძის "სეივები" "პორტუსთან" მატჩში [VIDEO]

გიორგი მაკარიძესა და
"მორიერენშეს" ტიტულისთვის გადამწყვეტი ფინალური შეხვედრა 29 იანვარს, "ბრაგასთან" ელით.
მკითხველის კომენტარები / 21 /
მაკასნაირი მეკარე დღეს არაა, ლორიას 100 თავით სჯობს. ჩვენი თამაშების 80 პროცენთი ლორიას სინდისზეა. რატო ასნავნოი ვერ ვხვდები. მაგის ნათამაშები არ მინახია
leo
28 იანვარი 2017 18:14
0
რასქვია ბურთი წინ უვარდება და მიტო არარის სანაკრებო მეკარეო და აპა რომელია საქართველოში დღეს სანაკრებო და შეუცვლელი მეკარე ყველაზე მაგარ ფორმაშია ეგ ბიჭი დღესდღეობით არა ბიჭო ის ჯობია ბანოჯიდან დარტყმულებს რო უშობენ ჩვენი მეკარეები და უამრავ შეცდომებს ყველა თამასში.რევო იყო მაგარ ფორმაში თავის დროზე და ეხლა კიდე თავისი თავის აჩრდილიღაა დარჩენილი.უთამაშებლობა მაინც თავისას შვება.
qutaiseli
28 იანვარი 2017 09:52
0
არ არის ჯერ ეს მეკარე მზად ნაკრებისთვის თითქმის ყველა ბურთი წინ დაუვარდა და წესიერად ბურთს ხელში ვერ იჭერს
beqa
27 იანვარი 2017 23:29
0
ნინოობას გილოცავ გიო, წარმატებებს გისურვებ, საამაყო ბიჭი ხარ.
mara
27 იანვარი 2017 17:38
0
პრიმიტიული ჩემი კითხვა კიარაა შენი პასუხია პრიმიტიული AKIK გაიგე ძმობილო?
kika
27 იანვარი 2017 17:28
0
რეაქცია კარგი აქვს, მაგრამ ბურთს ხელში ვერ იჭერს რაც დიდი მინუსია.
ჯაბა
27 იანვარი 2017 17:17
0
ლორიას ეს ბიჭი მარტო სიმაღლეში ჩამორჩება, დანარჩენში არაფრით. სერბეთთან ეს უნდა დააყენონ კარის დარაჯად რომ დარტტმულები მოიგერიოს ვა.
Eric cantona
27 იანვარი 2017 17:12
0
ყველა ბურთი წინ მოიგერია. გამოცდილება ან ტექნიკა აკლია.
pele
27 იანვარი 2017 16:54
0
რეალურად რომ შევხედოთ, ბევრჯერ გაუმართლა იმაში რომ წინ მოგერიებულ ბურთთან მცველი მივიდა პირველი.
ჯერ არ არის იმ დონის რომ ნაკრების ძირითადი მეკარე იყოს.
giorgi
27 იანვარი 2017 16:44
0
M.S.-ს. სადღაც მართალი ხარ, მაგრამ სიტყვა "სეივის" მაგიერ სიტყვა "აღება" რომ იხმარო, მაშინ სხვა რამეზე მოგიდებენ შარს. რადგან სიტყვა "აღება" ორალურ სექსთან იგივდემა.
ნოდი
27 იანვარი 2017 15:42
0

სიახლეები პოპულარული