![](https://sportall.ge/pictures/image31/8792b7b1f8b86e93cd9de6a8110b515d.jpg)
20 წლის ფორვარდი, ლევან მჭედლიძისგან განსხვავებით, "ემპოლის" ძირითადში ვერ ხვდებოდა, ის მხოლოდ 5-ჯერ იყო სათადარიგოთა სკამზე სერია A-ს მატჩებში (ერთხელ ამ სეზონში). ჭანტურია გასულ სეზონში "ემპოლის" ახალგაზრდული გუნდის მთავარი ბომბარდირი იყო.
"ოლანენშე" მეორე დივიზიონის აშკარა აუტსაიდერია - 13 ქულა აქვს და ბოლოსწინაადგილოსანს 9 ქულით ჩამორჩება. თუმცა იქ ქართველ ფორვარდს სათამაშო პრაქტიკა ექნება.