"ჩვენი ჩემპიონატიდან ძლიერ ევროპულ კლუბში მოხვედრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია"

AutoSharing Option
რუმინული და პორტუგალიური ვარიანტები განზე დარჩა, ბუდუ ზივზივაძის ნერვიულობისა და ორჭოფობის დრო კი დასრულდა - გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი კარიერას დანიის სუპერლიგაში გააგრძელებს.

"იყო რამდენიმე საინტერესო ვარიანტი. მაგალითად, რუმინული, მაგრამ საბოლოოდ მასზე უარი ვთქვი. ბევრი ფიქრის შემდეგ კი დანიური "ესბიერგის" წინადადებას დავთანხმდი.

დანიაში კვირას ჩამოვედი, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე და კონტრაქტი გავაფორმე", - გვითხრა ზივზივაძემ.

22 წლის ფეხბურთელი ევროპულ ჩემპიონატში თამაშის პერსპექტივით გახარებულია:

"დანიაში გადასვლა ჩემთვის საპასუხისმგებლო მომენტია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად მოვემზადო, ადაპტაცია დროულად გავიარო და სათანადო
დონეზე ვითამაშო. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლისა და წარმატების საფუძველი გახდება".

ზივზივაძე კონტრაქტის დეტალებზეც გველაპარაკა:

"ხელშეკრულება 2,5 წელიწადზეა გათვლილი და 2019 წლის 30 ივნისს სრულდება. დღეს კლუბის ხელმძღვანელობამ მუდმივი ნომრის შერჩევა შემომთავაზა. გამიხარდა, ჩემი საყვარელი ნომერი "11" თავისუფალი რომ აღმოჩნდა და სიხარულით ავიღე".

შეგახსენებთ, რომ ახლახან "ესბიერგმა" ოთარ კაკაბაძე დაიმატა. 21 ტურის შემდეგ 14-გუნდიან დანიურ სუპერლიგაში ქართველების გუნდმა 19 ქულა დააგროვა, მე-12 ადგილზეა და აუტსაიდერ "ვიბორგს" (სადაც ახლახან მათე ვაწაძე ჩაირიცხა და უკვე გოლიც გაიტანა) მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

ბუნებრივია, თითოეულ ჩვენგანს და გულშემატკივრებს პერსპექტიული თავდამსხმელის უფრო ძლიერ გუნდში ხილვა სურდა, მაგრამ ერთია სურვილი, მეორე კი - რეალობა. ზივზივაძე "ლელოსთან" სწორედ ამაზე წუხდა:

"სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატიდან ძლიერ ევროპულ კლუბში მოხვედრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თორემ უარს ვინ იტყოდა?! ქედმაღლობით არ ვამბობ, ისეთ ასაკში ვარ, განვითარება მსურს და საამისოდ, კარიერის უცხოეთში გაგრძელება აუცილებლად მიმაჩნია. იმედია, სწორი ნაბიჯი გადავდგი და ამ შანსს გამოვიყენებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ერთი მოლოცვის დამწერი კაცი ხო არ გამოჩნდა..რა გვჭირს ხალხო,ყველა რო ფეხბურთის პროფესორები ხართ,ბიჭი ამბობს,ჩემი განვითარებისთვის წავედიო..დანიაში წასვლას რომ დაიწუნებ,ამას ქვია ფეხბურთის ცოდნა?აბა რას ელოდით,მადლობა ვუთხრათ დანიას რო აიყვანეს ამ ქვეყნიდან...ბოღმა გადადეთ და ცოტა სიკეთით და სიყვარულით განეწყვეთ ერთმანეთისთვის....
gio
30 იანვარი 2017 21:52
0
რა ფული თქქვენ ხო არ გაჟრილებთ? მანდ მაქსიმუმ 3-4 ათასი ევრო მისცენ. სამტრედია ჯგუფში გავა თუ სამივე ეტაპზე სანმარინოს გუნდი შეხვდება,ისევ ყომარს დაიწყებენ! დანია კაია გამოცდილებისთვის,მე რო ვიყო კვიპროსში წავიდოდი მარა ნიჩიო,იქ თბილა მაინც და ჩემპიონატიც არ ჩამოუვარდება დანიურს თუ არ ჯობია.
luk
30 იანვარი 2017 17:40
0
არ გეწყინოთ და სამტრედიის გულშემატკიძვრებს თავიანთი გუნდი რეალი და ბარსა თუ არა, პსჟ და ბავარიის დარი გონიათ!ისე კარგია ესე რო გიყვართ თქვენი გუნდი,ბრავო!!!
კახა ქირია
30 იანვარი 2017 17:03
0
skamebs xexadvnen zamenaze iyvnen.. samtrediam gaacocxla es pexburtelebii da mere upasod garbian sazgvargarett.. klubs araperi sargebelii da biujetis puls ixarjebaaaa uazroddd...vigac ityvis chempioni xo gaxdaoo da meti ra gindaoo... winsvlaze unda ipiqron da ara pexburtelebis gacocxlebaze da mere upasod gashvebazeeee... gamoaqveyneb imedia
gelaa
30 იანვარი 2017 16:59
0
ვისაც გაქვთ იმის ილუზია,რომ სამტრედია ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში მოხვდება წარმატებას გისურვებთ მეც მინდა,მაგრამ სამწუხაროდ არარეალური მგონია მაქსიმულ შეიძლება 1 ეტაპი დაძლიოს სადაც შედარებით სუსტი გუნდები არიან. აქ დარჩენა და კიდევ 1 სეზონის აქ გატარება იქნებოდა დროის დაკარგვა და მერე შეიძლება საერთოდ ახალ სეზონსში აღარ ქონოდა ის შედეგები რა შედეგებიც ეხლა აქვს ამ ბიჭს გუნდი ფაქტობრივად დაიშალა ყველა ლიდერი წავიდა თითქმის უკვე და აზრი არ ქონდა დარჩენას რასაც ამბობს ბუდუ აბსოლიტურად ყველაფერში მართალია წარმატებებს ვუსურვებ ევროპაშია ისეთ გუნდში სადაც ექნება სათამაშო დრო და თუ იგივე შედეგებს დადებს ახალ გუნდში რა შედეგებიც დადო სამტრედიაში დარწმუნებული ვარ ბევრად უფრო მაღალი დონის კლუბშიც მოხვდება და ჩემპიონატშიც დანია რათქმაუნდა არაა საოცნებო და სასურველი ჩემპიონატი და არც ეს გუნდი არაა დანიაში პირველი ან მეორე მაგრამ სამწუხაროდ ქართველი ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატიდან ძლიერ გუნდებს ძლიერ ჩემპიონატებს არ აინტერესებთ მაქსიმუმი დუბლები სამწუხარო რეალობა ესა სანამ არ აიწევს შიდა ჩემპიონატის დონე სულ ასე იქნება.
giorgi
30 იანვარი 2017 16:01
0
nina

შენ წარმოიდგინა ნინა ბოღმოვნა, რომ სამტრედია წელს ჯგუფურზე მაინც მოხვდება, თუნდაც ევროპალიგის.აი ეს დაიმახსოვრე.
ამ ახალგაზრდა ბავშვს მხოლოდ წარმატება მინდა ვუსურვო,ის უკვე არც კი მაინტერესებს სამტრედიის კლუბში.
მაგრამ ვისაც ფეხბურთი ესმის, მისი წარმატების 75 % კლუბმა შეჰქმნა, მისი გატანილი ბურთების 75% დაღეჭილი პასები იყო და იმათ გარეშე ვინაც ამას აკეთებდა მისთვის, ის ადვილად ვერ გაიბრწყინებს თუნდაც იმ საცოდავ აუტსაიდერ დანიურ კლუბში რომლის სატრანსფერო ჯამური ფასი 6,5 მილიონ ევროსაც ძლივს აღწევს.მარტო აქედანა გვაქვს საფიქრალი თუ რასთან გვაქვს საქმე. ფეხებიც მისია, ჯანმრთელობაც მისია და ბედიც მისია.სხვები გვეყოლება , მაგაზე უკეთესებიც,ცხოვრება წინ მიდის.

ისე კი ეს არის კლუბის მენეჯმენტის სასტიკი და უპატიებელი შეცდომა რომ ასეთი 2 ფეხბურთელი იკარგება შერგელაშვილი და ზივზივაძე და ასე სუსტ და უპერსპექტივო კლუბებში. ელემენტარულად უფრო გრძელი კონტრაქტები გაეფორმებინათ და უფასოდ მაინც ვერ წავიდოდნენ ესენი,კლუბი რაიმეს მიიღებდა თუნდაც 200 000 ევროს,აბა რაში იხარჯება ბიუჯეტის ფული?უფასოდ ვუზრდით სხვა ქვეყნებს ფეხბურთელებს რომ მერე ადამიანებით მოვაჭრე "აგენტებმა" ჩაიჯიბონ მოგება ?
Jango
30 იანვარი 2017 13:54
0
ფული ბაბაია ფული თორემ ის გუნდი ბოლოდან მეორე ადგილზე ყოფილა და იქ რას უნდა მიაღწიოს
nnn
30 იანვარი 2017 13:38
0
ნუ წაიღეთ ტვინი ამ სამტრედიელებმა, აბა მანდ ხომ არ დაბერდებოდა, თასებზე დახმარება თორემ ახლა გადაუვლიდით ევროპას. ძალიან კარგი თუ წავიდა თუნდაც სუსტ ევროპულ გუნდში.
nina
30 იანვარი 2017 12:55
0
რა რეალში გინდა თამასიი? შენ მანდ გაამართლე მერე გაიბღინზე
sss
30 იანვარი 2017 12:51
0
ბიჯო სამტრედიაში ფერჩათქები გეკეთა ოქტომბერში და მაქანე პალტოით აპირებ თამაშს
samtredski
30 იანვარი 2017 12:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული