ნიკოლოზ ქუთათელაძე: რუსეთს პატივს ვცემ, მაგრამ საქართველოსთვის უნდა ვითამაშო!

AutoSharing Option
რუსულმა matchtv.ru-მ პსჟ-ის 16-წლამდელთა გუნდის ქართველ ფორვარდ ნიკოლოზ ქუთათელაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ქუთათელაძეს დედა და ბებია რუსი ჰყავს, დიდი ბაბუა ნიკოლაი ლაგუნოვი კი საბჭოთა კავშირის გმირი იყო. ამიტომ ქუთათელაძეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, შეუძლია რუსეთის მოქალაქეობა აიღოს და მომავალში ამ ქვეყნის ნაკრების მაისური მოირგოს.

ინტერვიუს ერთ-ერთ მონაკვეთში ჟურნალისტი სწორედ ამით დაინტერესდა, თანახმა იქნებოდა თუ არა ქუთათელაძე რუსეთის ნაკრებში თამაშზე, თუმცა ფეხბურთელი კატეგორიულ უარზეა. ჩვენც სწორედ ამ მონაკვეთს გთავაზობთ.

"მე თამაში მხოლოდ საქართველოს ნაკრებში მინდა. გასაგებია, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა
ბევრად რთული იქნება, მაგრამ ეგ არაფერი.

ძალიან დიდ პატივს ვცემ რუსეთს, რუს ერს, მაგრამ საქართველოში დავიბადე და მამა ქართველი მყავს. ვთვლი, რომ მომავალში ჩემი ქვეყნისთვის უნდა ვითამაშო", - განაცხადა ქუთათელაძემ.
მკითხველის კომენტარები / 35 /
შენ შემოგევლე, ჯიგარიხარ პატარა ძმაო იმედია ასეთი ბევრი გაგვეზრდება
არჩილი
15:07 02-02-2017
0
იმედია ის ბიჭი ამ კომენტარებს არ კითხულობს სულ გარეკეთ ნაცებმა როგორ შეიძლებაადამიანმა საკუთარ მშობელს პატივი არსცე ეგ არის ნაცების ლოზუნგი ''მოვკლავ დედას მოვკლავ მამას თუკი მიშა მეტყვის ამას''
nemo
09:48 02-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული