იტალიის სერია B-ში ქართველი ფორვარდი ირაკლი შეყილაძე ითამაშებს

AutoSharing Option
iltirreno-ს ინფორმაციით, იტალიური ლეგა პრო-ს "ტუტოკუოიოს" ფორვარდი ირაკლი შეყილაძე სერია B-ს "სპეციაში" გადავიდა, თუმცა ტრანსფერი რეალურად ზაფხულში განხორციელდება.

"ტუტოკუიოს" იანვრის ბოლო დღეს რამდენიმე ტრანსფერი ჩაეშალა, რომლებითაც იგი შეყილაძის ჩანაცვლებას აპირებდა. ამიტომაც გადაწყდა, რომ ქართველი ფორვარდი სეზონის ბოლომდე დარჩება "ტუტოკუოიოში", ხოლო "სპეციას" მაისურას მომდევნო სეზონიდან მოირგებს. სამაგიეროდ, "სპეციას" ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეხვდება.

ირაკლი შეყილაძე 24 წლისაა. 19 წლის ასაკიდან იგი "ემპოლიში" ირიცხებოდა, რომელმაც ჩვენებური 2014 წელს "ლატინასა" და "სუდტიროლში" იჯარით გაუშვა, 2015/16 წლების სეზონიდან კი შეყილაძე "ტუტოკუოიოში" თამაშობს. მას "სპალიდან"
ჰქონდა მიწვევა, მაგრამ წასვლის ნაცვლად კლუბთან ხელშეკრულება გააგრძელა.

გასულ სეზონში შეყილაძემ "ტუტოკუოიოს" რიგებში 31 თამაშში 8 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში მას 20 თამაშში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი. "სპეცია" 31 ქულით სერია B-ში მე-9 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი. ასაკობრივ ნაკრებებში თითქმის ყველგან საუკეტესო იყო. იმედია შეძლებს პოტენციალის გამოყენებას.
andro
15:04 03-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული