25 წლის ფორვარდის სახელს იტალიის სერია ც-ს ბინადარ "პონტედერას" უკავშირებენ.
შეყილაძე, ამჟამად, სერია ბ-ს კლუბ "სპეციაში" ირიცხება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის მაისური არცერთ შეხვედრაში არ მოურგია.
ფეხბურთელს იტალიაში ასევე, "ემპოლის", "ლატინას" და "ტუტოკუოიოს" შემადგენლობაში უასპარეზია.
"პონტედერა" 19-გუნდიან სერია ც-ში მე-14 ადგილს იკავებს.
ქალაქი პონტედერა ტოსკანიის რეგიონში მდებარეობს, მოსახლეობა კი 29 267 ადამიანს შეადგენს.
კლუბის საშინაო არენა "ეტორე მანუჩის" სტადიონია, რომელიც 2718 ადამიანს იტევს.