ტულის "არსენალი" "მარიბორს" საკონტროლო მატჩში დაუპირისპირდა (1:1). შეხვედრის 53-ე წუთზე გრიგალავამ ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.
"ჯერ არ ვიცით, რამდენად მძიმეა გრიგალავას ტრავმა. სამწუხაროა, რადგან გია კარგად შეეგუა ახალ გუნდს, მოერგო ჩვენს კონცეფციას. იმედი გვაქვს, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნება", - განაცხადა "არსენალის" თავკაცმა სერგეი კირიაკოვმა.