09:00 03-02-2017
გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე პენალტი აიღო [VIDEO]
AutoSharing Option
2 თებერვალს გამართულ მე-19 ტურის შეხვედრაში მაკარიძემ 11-მეტრიანი თავის ყოფილ გუნდს - "ფეირენშეს" აუღო და მასპინძლებს ქულა გადაურჩინა. შეგახსენებთ, რომ "მორეირენშეში" გადასვლამდე გიორგი სწორედ "ფეირენშეს" ღირსებას იცავდა.
რაც შეეხება მატჩს, "მორეირენშე" ანგარიშში პირველ ტაიმში დაწინაურდა, გიორგის კარში 11-მეტრიანი კი 45-ე წუთზე დაინიშნა, მაგრამ ქართველმა გოლკიპერმა მიგელ ფაბიუს დარტყმის მიმართულება გამოუცნო.
ფაბიუმ გათანაბრება მეორე ტაიმში მაინც შეძლო, ოღონდ ბურთი მაკარიძის კარში რიკოშეტით აღმოჩნდა - საბოლოოდ კი ფრე - 1:1.
"მორეირენშეს" 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
- ლეგიონი: გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში პენალტი მოიგერია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 16 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დათო ... მხედველობაში.გარტყეს რა შუაში იდგა?
1
0
მშვენივრად თამაშობს-- კუთხე გამოიცნო და მუხლით მოიგერია.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული