17:05 05-02-2017
აიყვანეთ გვილია, გამოგადგებათ! ვაკოს ვიდეომ რუსები აალაპარაკა [VIDEO]
AutoSharing Option
ეს კადრები რუსულ, უკრაინულ და, განსაკუთრებით, ბელარუსულ მედიაში აჩვენეს და ქართველ ფეხბურთელს კომპლიმენტები არ მოაკლეს.
მაგალითად, მინსკში გამომავალი ინტერნეტგაზეთ "ტრიბუნას" ასეთი სათაური ჰქონდა - "გვილიამ დონე აჩვენა", ხოლო "პრესბოლი" წერდა - "საინტერესოა, იმავეს რომელიმე ბელარუსი ფეხბურთელი შეძლებდა"?!
ისინი დაინტერესდნენ, ქართველი ფეხბურთელი შესვენებას სად ატარებდა და გვილიას მიერ ამერიკაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს.
რუსული ტელეკომპანია "მატჩ TV-ს" გადაცემის - "ვსე ნა ფუტბოლ" - ავტორებმა კი პოსტსაბჭოურ ჩემპიონატებში რუსული პრემიერლიგისთვის საინტერესო მოთამაშეების კანდიდატურები ჩამოთვალეს და ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ფეხბურთელად სწორედ გვილია დაასახელეს.
გადაცემის წამყვანის თქმით, საქართველოს ნაკრებისა და ბორისოვის ბატე-ს საყრდენი ნახევარმცველი რუსეთში დამკვიდრებას ადვილად მოახერხებდა.
ჟურნალისტი მიხაილ მოსაკოვსკი ქართველ ფეხბურთელს ასე ახასიათებს:
"ადრე რუსული კლუბები კონტრაქტებს გამზადებულ მოთამაშეებს უფორმებდნენ. ახლა კი სატრანსფერო პოლიტიკა შეცვალეს და ნიჭიერ ახალგაზრდებს ეძებენ. ჩვენ საინტერესო მოთამაშეს ბელარუსის ჩემპიონატში მივაკვლიეთ და დღეს ამ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელ ვაკო გვილიაზე მოგითხრობთ.
ის ბურთის ართმევითა და გადაცემების რაოდენობით ლიდერი იყო ყველა გუნდში, სადაც კი უთამაშია თუ თამაშობს. გვილიას არ აქვს ძლიერი მარცხენა, მაგრამ ამას აბალანსებს წარმოუდგენლად ზუსტი მარჯვენით და კლუბში "სტანდარტებს" წარმატებით ასრულებს. ამის დასტურად ქართულ ტელევიზიაში გასული კადრებიც იკმარებს".
დავუბრუნდეთ "მატჩ TV-ს" სიუჟეტს. ჟურნალისტმა პრემიერლიგის ის კლუბები დაასახელა, რომლებიც, მისი აზრით, გვილიათი გაძლიერდებას შეძლებდნენ:
"ის ბელარუსის ჩემპიონატში უცებ გახდა ვარსკვლავი და ბატე-ში მიიწვიეს. საქართველოს ნაკრებში დებიუტი ირლანდიასა და უელსთან შეხვედრებში ჰქონდა და ორივეში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.
გვილიას სატრანსფერო ფასად "ტრანსფერმარკტი" უკვე 900 ათას ევროს ასახელებს. ჩვენი აზრით, გვილია, შეიძლება, გამოადგეს "კრასნოდარს", რომელიც ჩინეთში გადასული საყრდენის, ახმედოვის შემცვლელს ეძებს. მეორე გუნდი "როსტოვია", სადაც ის თავისუფლად შეცვლიდა ეკვადორის ნაკრების ცენტრალურ ნახევარმცველ კრისტიან ნობოას".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გვალია უფრო ბუნდესლიგა ან ლა ლიგა რა რუსეთი. რუსეთის დონისთვის უკვე გაზრდილია
0
0
იმედია ვაკო აიხდენს ოცნებას და კრასნოდარში ითამაშებს!))))))))) ისე გამოაქვეყნეთ ეს სტატია რომ რაიმე დიდი ამბავი მოხდა რუსეთში რომ ლაპარაკობენ განსაკუთრებით! ნამდვილად არ იქნება მისასალმებელი გვილია თუ რუსეთში გააგრძელებს(ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე)!
0
0
რუსეთსი არაა ბელორუსიაში ა
0
0
კაცო, ხარიხას თამაშშიც ვარტყამთ. კარში გარტყმა გვიჭირს, თორემ... )))
0
0
რუსეტსჰი რა უნდა ხო არ გაგიჯდნენ ესენი.ცკინხედების და ლოტების ქვეყანასჰი
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული